განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

მსოფლიო თასი. სტენდზე სროლა. ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი სტარცევს ჰქონდა...

იტალიის ქალაქ ლონატოში დასრულდა მრგვალ სტენდზე სროლაში მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც საქართველოს 5 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი იაროსლავ სტარცევმა აჩვენა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 121 ქულა დააგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა. ქალთა შორის კი ელიზავეტა ბოიარშინოვამ 111 ქულით 50-ე ადგილი მოიპოვა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბია 4:3 დაამარცხა და 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიამ გაიმარჯვა. შვეიცარია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, კანზასში არგენტინას შეხვდება.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახა კალაძე დედაქალაქში მოსულ ინტენსიურ ნალექზე: პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მოსული ინტენსიური ნალექის დროს ქუჩების დატბორვის მიზეზი წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები, ფოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია, რომელიც სანიაღვრე ქსელებს ბლოკავს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას ქმნის სანიაღვრე ქსელების მოძველება ან არარსებობა და 2017 წლიდან მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რაც ეტაპობრივად ყველა პრობლემას მოაგვარებს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბია 4:3 დაამარცხა და 1954 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიამ გაიმარჯვა. შვეიცარია 12 ივლისს, მეოთხედფინალში, კანზასში არგენტინას შეხვდება.

8 ივლისი, 2026
სამართალი

დაკავებულია "ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა. სამ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, ბესიკ ჯაფარიძე. დაკავებულები მოქალაქეებს შორის ფინანსური დავების გადაწყვეტაში ერეოდნენ და დავების გადაუჭრელობის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე და გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკების შესახებ. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

თამარ ბერუჩაშვილი ახლადშექმნილ დიპლომატიის აკადემიას უხელმძღვანელებს

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

"არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს

საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“ პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. ოფისის გახსნას ესწრებოდნენ კომპანიების ხელმძღვანელები, საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნესსაზოგადოების წევრები.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ერთმანეთის სამიზნეებს დაარტყეს - ვაშინგტონმა ირანის ნავთობზე სანქციების შეჩერება გააუქმა

შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განაახლა და უკან გაიწვია ირანის ნავთობით ვაჭრობის სანქციების შეჩერება. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულეს ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებზე თავდასხმაში. ეს ორმხრივი თავდასხმები არის ყველაზე სერიოზული კრიზისი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

მიდის თუ არა ნაკრებიდან - რონალდომ კომენტარი გააკეთა

კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატიდან პორტუგალიის ნაკრების გამოვარდნის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განცხადება არ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ იღებს და არ სურს, რომ ტურნირზე ნაკრების თამაშის ნაცვლად მის პირად გადაწყვეტილებებზე გადავიდეს ყურადღება. რონალდომ ასევე შეაქო მწვრთნელი რობერტო მარტინესი და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ნაკრების მომავალ მწვრთნელთან დაკავშირებით.

8 ივლისი, 2026