სპორტი
„იბერიას“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინში „ფლორასთან“ მოპოვებულ გამარჯვებაზე (3:2) ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქართულმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვენა და იმედი გამოთქვა, რომ გუნდი საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თბილისშიც მოიგებს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა. მინისტრის თქმით, ეს მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, პორტი განავითაროს არა ერთ, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა ახლადშექმნილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად. აკადემია, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, განახორციელებს პოლიტიკის მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. სტუდენტების მიღება 2027 წელს დაიწყება.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ზირასთან“ 0:3 მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდს სიურპრიზი ჰქონდა მომზადებული, თუმცა მეტოქე ძალიან ძლიერი აღმოჩნდა. მან აღნიშნა, რომ გუნდმა ვერ შეძლო საკუთარი თამაშის ჩვენება და ფსიქოლოგიურად გატყდა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს მანამდეც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სამართალდამცავ ორგანოებში.
9 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი, სავარაუდოდ, თურქეთში დააკავეს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქინქლაძემ, 65 კგ წონით კატეგორიაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 120 კგ დაძლია, აკვრაში კი 144 კგ ასწია. ქინქლაძემ ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრაში და ორჭიდში.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „იბერია 1999-მა“ სტუმრად ესტონეთის ჩემპიონი „ფლორა“ 3:2 დაამარცხა. ანგარიში ნაჭყებიამ გახსნა, შემდეგ ჯინჯოლავამ პენალტით გაზარდა უპირატესობა. მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, თუმცა ქარდავას გოლმა „იბერიას“ გამარჯვება მოუტანა. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ აღნიშნა, რომ გუნდს დაცვაში და შეტევაში გაუმჯობესება სჭირდება.
9 ივლისი, 2026