← მთავარი
სპორტი

[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალშია | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალშია | Lelo.Ge

გერმანიის ქალაქ მიუნხენში მოცურავეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი ანა ნიჟარაძე.

ქართველმა მოცურავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე 100-მეტრიანი დისტანცია ბატერფლაით 1:00.09-ში დაფარა - მე-5 გაცურვის მონაწილეთა შორის მეორე შედეგი აჩვენა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ჩვენებურს მხოლოდ კატერინა სანტაბროჯიომ (იტალია, 1:00.05) აჯობა.

ნიჟარაძემ ნახევარფინალშიც გამოიჩინა თავი - 100-მეტრიან დისტანციაზე მეორე ნახევარფინალის 8 მონაწილეს შორის 59.51 წამით ფინიშთან მესამე იყო. პირველ-მეორე ადგილებზე იარა ფეი რაიეფსტანლი (გერმანია, 59.10) და ბარბარა ლესნიევსკა (პოლონეთი, 59.44) გავიდნენ.

100 მეტრზე ბატერფლაით ფინალური გაცურვა 9 ივლისს თბილისის დროით 21:34 საათზე გაიმართება. მედლების მაძიებელთა შორის ანა ნიჟარაძეც იქნება.

← მთავარი