სპორტი
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, გორის „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და საბოლოოდ იმარჯვა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალურ გაცურვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ასევე, ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ნახევარფინალში მე-5 ადგილი აიღო.
10 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს. შოტლანდიელი „ნაპოლიმ“ 2004 წელს „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, ახლა კი Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 40 მილიონია.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი გაშვება არ სურდა, გუნდის შეცვლა თავად ჯეიმსის სურვილი გახლდათ. NBA-ის ცნობით, „მეფე“ მომდევნო სეზონში სამი გუნდიდან ერთ-ერთს შეუერთდება.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული მედიის ცნობით, 30 წლის ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კარიერას თურქულ "ქაისერისპორში" გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია. "ქაისერი" გასულ სეზონში თურქული სუპერლიგიდან გავარდა და მიზნად უძლიერესთა შორის დაბრუნება აქვს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ლუქსემბურგის „მონდორფ ლე ბენი“ 2:1 დაამარცხა. გოლები ბას და ვაწაძემ გაიტანეს, მასპინძლებმა ანგარიში შეამცირეს. საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს თბილისში გაიმართება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამომ" კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი მოიგო ლუქსემბურგში და დიდი ნაბიჯი გადადგა შემდგომი სტადიისკენ. თემურ ქეცბაიას შეგირდები 21-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდნენ. ორივე გოლი ნიკა ნინუას კუთხურებს მოჰყვა - ჯერ ახალწვეულმა ალგასიმ ბამ გაიტანა თავით, ხოლო შემდეგ - მათე ვაწაძემ თავურითვე გაზარდა სხვაობა.
10 ივლისი, 2026