სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი, შესაძლოა, კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინასა და ამერიკას შორის Patriot-ის წარმოების ტექნიკურ დეტალებზე შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროა. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინასა და აშშ-ს შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ტექნიკური დეტალების შეთანხმება რჩება. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას ამ სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმების შემდეგ, უკრაინასა და ამერიკას შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ტექნიკური დეტალების შეთანხმება რჩება. ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, უკრაინას ამ სისტემისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზია მიანიჭოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-მ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი გაბრიელ მოსკარდო მესამედ გაანათხოვრა. მოსკარდო პსჟ-მ „კორინთიანსისგან“ 2024 წელს 20+2 მილიონ ევროდ შიძინა, თუმცა პარიზულ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ის იჯარით ჯერ „რეიმსში“ იყო, შემდეგ „ბრაგაში“, ახლა კი „ესპანიოლში“ გაუშვეს.
9 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში, წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის საკურთხეველთან აღმოჩენილი ნეშტი, შესაძლოა ლეგენდარული ფრანგი მუშკეტერის, შარლ დე ბატ დე კასტელმორ დ’არტანიანის იყოს. თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გათხრებისას დაშვებულმა შეცდომამ მტკიცებულებები გაანადგურა და ზუსტი პასუხის მიღება შეუძლებელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ჰიუსტონში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის (ICE) ოფიცერმა მექსიკის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და დემონსტრანტები მომხდარის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ. ICE-ის ოფიცრის თქმით, მან თავდაცვის მიზნით ისროლა, თუმცა აქტივისტები ამ ვერსიას არ ენდობიან.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
ჰიუსტონში, ტეხასის შტატში, 8 ივლისს ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში მას შემდეგ, რაც აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის (ICE) ოფიცერმა მექსიკის მოქალაქე სასიკვდილოდ დაჭრა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ტეხასის კონგრესმენი აცხადებენ, რომ დაღუპულს არანაირი ნასამართლეობა არ ჰქონია და ის მშვიდობიანი მოქალაქე იყო. დემონსტრანტები მომხდარის დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.
9 ივლისი, 2026