← მთავარი
სპორტი

[VIDEO] "დილამ" "ვირტუსს" 3:1 მოუგო და მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს

10 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO]

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, „დილამ“ საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა.

სტუმრები დებიუტში დაწინაურდნენ, მასპინძლებმა კი ორი გოლით უპასუხეს და პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს. შესვენების შემდეგ „დილამ“ შეტევები გააგრძელა, კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

საპასუხო შეხვედრა 16 ივლისს გაიმართება.

გორი. თენგიზ ბურჯანაძე

„დილა“ - „ვირტუსი“ 3:1

გოლები: 0:1 ბენინკასა (3), 1:1 შეყილაძე (11), 2:1 ანოფი (14), 3:1 კანტე (68)

„დილა“: კერესელიძე, არაუხო, კიკაბიძე, ჯალაღონია, სანიანგი, მენთეშაშვილი, ტალი (ლუისი 54), ანოფი, ფარულავა (დონკორი 65), გოგობერიშვილი (კანტე 46), შეყილაძე (კობახიძე 84)

← მთავარი