სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველმა სკოტ მაკტომინეიმ შეიძლება კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დელეგიტიმაციის პროცესი დასრულებულია, – ამის შესახებ „ცვლილებების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ჰააგის დეკლარაციაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ პრეცედენტს ქმნის. გვარამიამ ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოსა და ოპოზიციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„შავი ლომი“ ახალი სეზონისთვის შემადგენლობას აძლიერებს და გუნდში 12 ახალწვეულს იმატებს. მათ შორის ორი სამოელი ახალზელანდიელი მორაგბეა: მაიკლ ქარი და ამაანი ვერკო-აოიონი, რომლებიც მეორე-მესამე ხაზში თამაშობენ. გუნდს ასევე უერთდებიან ქართველი და საფრანგეთიდან დაბრუნებული მორაგბეები.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ სკანდალურ საქმეზე, სადაც მძიმე დაზიანება მიიღო მუშამ. ადვოკატის თქმით, კომპანიამ დანაშაული მუშას აჰკიდო, რის შემდეგაც მან უსასყიდლოდ დაიცვა დაზარალებული. ამის გამო, ადვოკატთა ასოციაციამ მას ლიცენზია 3 წლით შეუჩერა, რასაც ადვოკატი სისტემურ ზეწოლად აფასებს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ 2015 წელს მომხდარი, გიორგი კვარაცხელიას ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე გახსნა. საქმეზე ორ პირს, თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძეს ბრალდება წარედგინება. "ნიუპოსტის" არქივში იძებნება სტატია, რომელიც 11 წლის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გავლენას გაეროს საქმიანობის სამივე მიმართულებით და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა. ყაველაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა და საქართველოს მზადყოფნა გამოთქვა გაეროსთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მონტევიდეოში ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩილეში ჩავიდა და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 11 ივლისს, სამოას დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ჩილეს ქალაქ ვინა დელ მარში, „საუსალიტო სთედიუმზე“ გაიმართება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალურ გაცურვაში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
Goal-მა განაახლა „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგი, რომელშიც მსოფლიო ჩემპიონატმა გარკვეული კორექტივები შეიტანა. პსჟ-ს ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. რეიტინგის პირველი ოცეულიც გამოქვეყნდა.
10 ივლისი, 2026