სპორტი
გორის „დილამ“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. მატჩის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან, რადგან შეხვედრა ტელევიზიით არ გაუშვეს. „დილას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო შოთა შეყილაძე, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში. ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, დეშამის გუნდი კვლავ სჯაბნიდა მეტოქეს და მბაპემ ლამაზი გოლით საფრანგეთი დააწინაურა. მერე მოწინააღმდეგის კარი დემბელემაც დალაშქრა და მატჩის ბედი გადაწყდა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. თუმცა, ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის არქონა და ჯანმრთელობის პრობლემები ამ გეგმების განხორციელებაში მთავარ დაბრკოლებად სახელდება. კვლევა ასევე გამოკვეთს გენდერული როლების ასიმეტრიას და საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებს, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს ამძაფრებს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ევროპის ცხრა ქვეყანამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, გააგრძელოს სასაზღვრო კონტროლის ახალი წესების, კერძოდ, შესვლისა და გასვლის სისტემის (EES) ამოქმედებისას შემოღებული გამარტივებული ზომების მოქმედება. ქვეყნები ითხოვენ დროებითი მექანიზმის შენარჩუნებას, რომელიც შეფერხებების შემთხვევაში ბიომეტრიული მონაცემების შეგროვების შეჩერებას ითვალისწინებს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ისტორიის მკვლევარმა გაბრიელ ჩუბინიძემ შემთხვევით აღმოაჩინა სოხუმიდან გადარჩენილი ასზე მეტი ფირი, რომელიც მეოცე საუკუნის 60-70-იანი წლების ერთი ოჯახისა და მათი მეგობრების ცხოვრებას ასახავს. ფოტოების გამოქვეყნების შემდეგ, ერთ-ერთმა ადამიანმა, კონსტანტინე სტალინსკიმ, საკუთარი თავი და ოჯახი იცნო ფოტოებზე, რითაც ფირების საიდუმლო ამოიხსნა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილამ“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში სან მარინოს „ვირტუსი“ 3:1 დაამარცხა. მატჩის მიუხედავად, ქართველი გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ შეხვედრა ტელევიზიით არ გაუშვეს. „დილას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო შოთა შეყილაძე, რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
10 ივლისი, 2026