სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში. ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან. მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა, დეშამის გუნდი კვლავ სჯაბნიდა მეტოქეს და მბაპემ ლამაზი გოლით საფრანგეთი დააწინაურა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
10 ივლისი, 2026
სამართალი
მომღერალი მაია დარსმელიძე ნინო ჯღარკავას შეურაცხყოფისთვის 2800-ლარიანი ჯარიმით დააჯარიმეს. ადვოკატის მტკიცებით, დარსმელიძის პოსტი პროტესტი იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების მიმართ. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლის თანახმადაც, ნინო ჯღარკავას ფეისბუკ პროფილის ვიდეოდათვალიერების ოქმი საქმეზე მტკიცებულებად დაერთვება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
40 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას არ ასრულებს. ის აპირებს, რომ "მილანთან" 1 წლით გააგრძელოს კონტრაქტი და ასევე განაგრძოს თამაში ხორვატიის ნაკრებში, სადაც მწვრთნელად სლავენ ბილიჩი ბრუნდება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მაროკოს 2:0 მოუგო. დიდიე დეშამის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და მრავალი შანსი შექმნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა და მეორეშიც მიიღო მონაწილეობა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
onefootball-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "ატალანტაში" გადასვლასთანაა ახლოს. ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი შეთავაზება გაუკეთეს და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა შეძლო. მან მერვედფინალში გერმანელი ვალენტინა შტაინერი დაამარცხა. წყვილთა ტურნირში კი საბა ფურცელაძე და მისი გერმანელი პარტნიორი დამარცხდნენ.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.
10 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი სავარაუდოდ თურქეთში დააკავეს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ სტუმრობისას მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
10 ივლისი, 2026