განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[ცურვა. ევროპის პირველობა] ანა ნიჟარაძე ფინალში მეექვსე იყო | Lelo.Ge

მიუნხენში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ცურვაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ნიჟარაძემ გოგონათა 100 მეტრზე ბატერფლაით ცურვაში ფინალში მეექვსე ადგილი დაიკავა. მან დისტანცია 59.72 წამში დაფარა. ანდრეა ფოლადაშვილმა 50 მეტრზე თავისუფალი ყაიდით იასპარეზა და ფინალისტთა რეზერვში მოხვდა.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

10 ივლისის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

10 ივლისის ასტროლოგიური ფონი ემოციური გათავისუფლების, ძველი წყენების გაშვებისა და შინაგანი ინტუიციის გაძლიერებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს ფარული ნიჭის აღმოჩენას, შემოქმედებით შთაგონებასა და ქვეცნობიერი მინიშნებების სწორად წაკითხვას. კოსმოსური ვიბრაციები გვირჩევენ, მეტი დრო დავუთმოთ საკუთარ თავთან სიმშვიდეში ყოფნას, მოვუსმინოთ შინაგან ხმას და მაქსიმალურად ავარიდოთ თავი რადიკალურ, იმპულსურ ნაბიჯებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ძლევამოსილმა საფრანგეთმა მაროკოც დაჯაბნა და შეუჩერებლად მიიწევს წინ

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში საფრანგეთმა მაროკო 2:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ გავიდა ნახევარფინალში. ფრანგები უპირატესობას ფლობდნენ და პირველ ტაიმში გატანის რეალური შანსები გაუშვეს ხელიდან, თუმცა მეორე ტაიმში მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები და მატჩის ბედი გადაწყვიტეს.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

ამბოხებულებმა მალიში რუსი სამხედროების კოლონაზე იერიში მიიტანეს

მალიში მეამბოხეებმა რუს და მალელ სამხედროთა კოლონაზე იერიში მიიტანეს. კოლონა ქალაქ ანეფისში მდებარე სამხედრო ბანაკში გამაგრებული რაზმების დასახმარებლად მიემართებოდა. ალ-კაიდას ადგილობრივმა განშტოებამ და ტუარეგი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაციამ ქალაქ ანეფისზე კონტროლის დამყარება განაცხადეს.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.

10 ივლისი, 2026
სამართალი

“დედას თავისი ერთადერთი შვილი აღარ ჰყავს... გერმანიიდან ერთი თვის ჩამოსული იყო, სახლი შეიძინა“ - ცნობილია ლაგოდეხში დაღუპული 25 წლის ბიჭის ვინაობა: რას აცხადებენ ახლობლები

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის ვახო ხუციშვილი დაიღუპა. ის გერმანიიდან ერთი თვის წინ დაბრუნდა, სახლი შეიძინა და დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა. ახლობლები მომხდარ ტრაგედიას განიცდიან და დაღუპულის შესახებ დადებითად საუბრობენ.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.

10 ივლისი, 2026