სპორტი
მონტევიდეოში ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩილეში მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 11 ივლისს სამოას დაუპირისპირდებიან, სადაც რევანშის აღების შანსი აქვთ 2022 წლის მარცხისთვის. ამჟამად, საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილზეა, სამოა კი მე-18-ზე.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
მალის ჩრდილოეთში, ქალაქ ანეფისისკენ მიმავალ სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ. წყაროების ცნობით, კოლონა 200-ზე მეტ რუს და 100-ზე მეტ მალელ ჯარისკაცს გადაჰყავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტუარეგების მეთაურობით მოქმედმა მეამბოხე დაჯგუფებამ „აზავადის განმათავისუფლებელმა ფრონტმა“ (FLA) აიღო.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. სააგენტოს ინფორმაციით, ამ მონაკვეთებზე მოძრაობის სქემის განახლებასთან ერთად საგზაო ნაკადების მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოპონენტებმა და ყოფილმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ არ მიიწვიეს ნატოს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმართება. მათი აზრით, ეს არის „ქართული ოცნების“ დემოკრატიული უკუსვლის შედეგი და ნატო-თბილისის ურთიერთობების გაყინვის ნიშანი. მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ამ კრიტიკას „პროპაგანდისტულ კამპანიად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ არაწევრი ქვეყნები ამ ფორმატში არც ადრე და არც ახლა არ იწვევენ.
10 ივლისი, 2026
სპორტი
40 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას არ ასრულებს. მოსალოდნელი იყო, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე მუნდიალის შემდეგ ჩამოკიდებდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა. ლუკა არამარტო "მილანთან" გაახანგლძრივებს 1 წლით კონტრაქტს და კვლავ "სან სიროზე" გაირჯება, არამედ წასვლას არც ხორვატიის ნაკრებიდან აპირებს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილოსანიძემ განაცხადა, რომ მოსამართლემ „ქართული ოცნების“ დავალება შეასრულა და ელისაშვილი ტერორისტად გამოაცხადა, რაც სასაცილოა. მისი თქმით, ელისაშვილის ქმედება იყო პროტესტი უსამართლო სასამართლოს წინააღმდეგ და არა ტერორისტული აქტი. ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. გადაცემაში „დროული დიალოგი ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
მალიში მეამბოხეებმა რუს და მალელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს. კოლონა ქალაქ ანეფისში მდებარე სამხედრო ბანაკში გამაგრებული რძალების დასახმარებლად მიემართებოდა. ალ-კაიდას ადგილობრივმა განშტოებამ და ტუარეგი სეპარატისტების სამხედრო ორგანიზაციამ ქალაქ ანეფისზე კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადეს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში ორი პირი დააკავა, რომლებიც სამარშუტო მიკროავტობუსის გაქურდვას ცდილობდნენ. დაკავებულები წარსულშიც ნასამართლევი არიან და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
10 ივლისი, 2026