← მთავარი
სპორტი

ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი "მილანშიც" რჩება და ბილიჩთან ერთად ხორვატიის ნაკრებშიც იქნება

10 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ლუკასთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - მოდრიჩი

24sata-ს ცნობით, 40 წლის ლეგენდარული ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი საფეხბურთო კარიერას არ ასრულებს. მოსალოდნელი იყო, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ბუცებს ლურსმანზე მუნდიალის შემდეგ ჩამოკიდებდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა.

ლუკა არამარტო “მილანთან” გაახანგლძრივებს 1 წლით კონტრაქტს და კვლავ “სან სიროზე” გაირჯება, არამედ წასვლას არც ხორვატიის ნაკრებიდან აპირებს.

ხორვატთა მწვრთნელად სლავენ ბილიჩი ბრუნდება, რომელიც ამ პოზიციას 2006/12-წლებში უკვე იკავებდა და მოდრიჩიც თავისი ეროვნული გუნდის ღირსებას კიდევ 1 წლით დაიცავს.

← მთავარი