განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

მოძრაობა „ხმა”: უფასო სასკოლო კვებისთვის 10 000 ხელმოწერა შეგროვდა

მოძრაობა „ხმამ” ორ კვირაზე ნაკლებ დროში სასკოლო უფასო კვების საკანონმდებლო ინიციატივისთვის 10 000 ფიზიკური ხელმოწერა შეაგროვა. საჭიროა სულ 25 000 — დარჩენილი 20 000-ის შესაგროვებლად ერთ თვეზე ოდნავ მეტი დრო რჩება.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

თეთრი სახლის მახლობლად შეიარაღებული პირი მოკლეს — დაიჭრა ერთი გამვლელი

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად, უცნობმა პირმა ჩანთიდან იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა 21 წლის თავდამსხმელი ლიკვიდირებეს — შემთხვევითმა გამვლელმა დაზიანება მიიღო.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 26 მაისს სომხეთში ჩავა. „არმენპრესის” ინფორმაციით, ერევანში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა და პრესკონფერენცია იგეგმება.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

კიევი „ორეშნიკის” შემდეგ: 4 დაღუპული, 100 დაჭრილი, მუზეუმები, ოპერა და სამინისტრო დაზიანებულია

24 მაისის ღამეს რუსეთმა კიევს 90 რაკეტითა და 600 დრონით შეუტია — სრულმასშტაბიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში. გამოყენებულ იქნა „ორეშნიკიც”. 4 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი დაშავდა; დაზიანდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ფილარმონია, კიევის ოპერა, ეროვნული ბიბლიოთეკა, ჩერნობილის მუზეუმი, ეკლესიები და ათობით საცხოვრებელი სახლი.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

რუსეთი კიევის „სისტემური დაბომბვით” იმუქრება — უცხოელებს დედაქალაქის დატოვება ითხოვს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სტარობელსკზე უკრაინის დარტყმის შემდეგ „მოთმინების ფიალა ამოივსო” და კიევში „უწყვეტი სისტემური დარტყმები” იწყება. უცხოელ მოქალაქეებს, დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალს — კიევის დატოვება მოეთხოვათ.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

ზვიაგინცევი პესკოვს: „მე ხმის უფლება არ მაქვს — ისევე, როგორც რუსეთის მილიონობით მოქალაქეს”

კანის ფესტივალზე გრან-პრი დამსახურებული რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი პუტინს ომის დამთავრებისკენ მოუწოდა. კრემლის მოლაპარაკემ პესკოვმა განაცხადა, რომ ზვიაგინცევს „ხმის უფლება” არ აქვს. რეჟისორმა „მედუზასთან” საუბარში უპასუხა: „მე ხმის უფლება არ მაქვს, ისევე, როგორც ასობით მილიონ რუს მოქალაქეს — იმიტომ, რომ თქვენ მათი ხმა არასოდეს გაგიგიათ.”

25 მაისი, 2026
მსოფლიო

ტრამპი საუდის არაბეთს და კატარს „აბრაამის ხელშეკრულებებზე” ხელმოწერისკენ მოუწოდებს — ირანის ბირთვული გარიგებაც ჩიხშია

ტრამპმა Truth Social-ზე საუდის არაბეთს და კატარს „აბრაამის ხელშეკრულებებზე” ხელმოწერისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ვინც უარს იტყვის, ირანთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მხარედ არ ჩაითვლება. ირანთან გარიგება, რომელსაც კვირამ სავარაუდოდ უნდა გამოეცხადა, ჯერ კიდევ არ გაფორმებულა.

25 მაისი, 2026
მსოფლიო

Reuters: უკრაინის დრონის თავდასხმის შემდეგ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა

Reuters-ი იუწყება, რომ უკრაინის დრონის დარტყმის შემდეგ სიზრანში „როსნეფტის” ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ობიექტი გაჩერდა — ის ქარხნის სიმძლავრის 70%-ს ემსახურება. სარემონტო სამუშაოები ერთ თვეზე მეტხანს შეიძლება გაგრძელდეს. თავდასხმისას ორი ადამიანი დაიღუპა.

25 მაისი, 2026
საზოგადოება

მწერალი თუთა ჯგუშია სოფელ ნორიოდან დახმარებას ითხოვს — წყალი ეზოს „ყლაპავს”, სახლი საფრთხეშია

მწერალი თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოდან ლაივ ვიდეოს აქვეყნებს: მდინარის შენაკადმა ეზო ჩაყლაპა, სახლი კი ღამით შეიძლება წაიღოს წყალმა. ერთი წელია ყველა ინსტანციაში მიმართავს, გზების დეპარტამენტი გაბიონების ჩადებას ჰპირდება, მაგრამ სამუშაო არ დაწყებულა.

25 მაისი, 2026
სამართალი

„ჰექსოგენის საქმეზე” მსჯავრდებულ ორ უკრაინელს 10 და 7 წლიანი სასჯელი დაენიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ჰექსოგენის შემოტანის” საქმეში ორი უკრაინელი მოქალაქე — დენის ჟურავლოვი და მიხაილო სკრუპსკიი — 10 და 7 წლის პატიმრობით დასაჯა. ორივეს ბრალი ედებოდა ფეთქებადი ნივთიერებისა და კოკაინის საბაჟო საზღვარზე წესების დარღვევით შემოტანაში; ერთი ბრალს არ აღიარებდა, მეორემ აღიარა.

25 მაისი, 2026