განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

სადავო პარლამენტმა ტვ „პირველის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია დროებით შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ სამ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას, მაკა ჩიხლაძესა და მაკა ანდრონიკაშვილს, აკრედიტაცია დროებით შეუჩერა. ჟურნალისტებს აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით, ერთი თვიდან ერთ წლამდე, შეუჩერდათ, რისი მიზეზიც, პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის თქმით, ჟურნალისტების მიერ ინტერვიუების ჩაწერის წესების დარღვევა გახდა, თუმცა, მედიასაშუალების წარმომადგენლები ამ მოტივაციას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.

30 ივნისი, 2026
სპორტი

გიგა თუთისანი "ვალანსში" ორი წლით

22 წლის ქართველი მორაგბე, გიგა თუთისანი, რომელიც ბოლო სამი წელი საფრანგეთის "კლერმონში" თამაშობდა, "ვალანსთან" ორწლიან კონტრაქტს აფორმებს. თუთისანი, რომელიც ძირითადად ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, გასულ სეზონში ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა და ლელოც გაიტანა. "ვალანსი" საფრანგეთის მეორე დივიზიონის გუნდია, რომელშიც ასევე ილია სპანდერაშვილი თამაშობს.

30 ივნისი, 2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა საქართველოში მისია დაასრულა

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა, რომელიც ამ პოსტზე 2022 წლიდან მსახურობდა, 30 ივნისს მისიის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ფიშერი თბილისის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული კურსის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ოპონენტი იყო და არაერთხელ გამხდარა „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო მედიის კრიტიკის სამიზნე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კვლავ დაადანაშაულა ფიშერი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის „დიდი ზიანის“ მიყენებაში.

30 ივნისი, 2026
საზოგადოება

ტაილანდში, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს, კიდევ ორი ასეთი ჩემოდანი აღმოაჩინეს - უმძიმესი დეტალები: პოლიცია სერიული მკვლელის ხელწერას არ გამორიცხავს

ტაილანდში, პატაიაში, სადაც 17 წლის გოგონას ცხედარი ჩემოდანში იპოვეს, კიდევ ორი მსგავსი ჩემოდანი აღმოაჩინეს. პოლიცია სერიული მკვლელის ხელწერას არ გამორიცხავს, რადგან ბოლო ორ წელში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ქალის ცხედარი ბარგში დამალული იპოვეს. წინა ორი მკვლელობა ჯერ კიდევ გაუხსნელია და მათ შორის მსგავსება თვალშისაცემია.

30 ივნისი, 2026
მსოფლიო

კირ სტარმერი თავდაცვის ხარჯებს ზრდის: ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მზადებაა, თავდაცვის საუკეთესო გზა მტრის შეკავებაა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის თავდაცვაში ინვესტირების გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯებს 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდიან. მისი თქმით, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მზადებაა, ხოლო თავდაცვის საუკეთესო გზა მტრის შეკავებაა. სტარმერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რუსეთის დანაკარგების ზრდისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვში პუტინის ომის წინააღმდეგ განწყობები იცვლება.

30 ივნისი, 2026
მსოფლიო

კირ სტარმერი თავდაცვის ხარჯებს ზრდის: ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მისთვის მზადებაა, თავდაცვის საუკეთესო გზა მტრის შეკავებაა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა კირ სტარმერმა ქვეყნის თავდაცვაში ინვესტირების გეგმა წარადგინა და განაცხადა, რომ თავდაცვის ხარჯებს 15 მილიარდი გირვანქა სტერლინგით ზრდის. მისი თქმით, ომის თავიდან აცილების საუკეთესო გზა მზადებაა, ხოლო თავდაცვის საუკეთესო გზა მტრის შეკავებაა. სტარმერმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რუსეთის დანაკარგების ზრდისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მოსკოვში პუტინის ომის წინააღმდეგ განწყობები იცვლება.

30 ივნისი, 2026
მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა საწვავის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, რომელი ქვეყნებიდან აპირებენ ნავთობპროდუქტების შეძენას. პესკოვის თქმით, თუ შეთანხმება მიიღწევა მისაღებ ფასებზე, ეს ბაზრის სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ პირებს დაავალა ნავთობპროდუქტების იმპორტის საკითხის მოგვარება.

30 ივნისი, 2026
მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ბენზინის შესყიდვაზე მოლაპარაკებებს საზღვარგარეთ აწარმოებენ

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა საწვავის იმპორტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა უარი თქვა დაეკონკრეტებინა, რომელი ქვეყნებიდან აპირებენ ნავთობპროდუქტების შეძენას. პესკოვის თქმით, თუ შეთანხმება მისაღებ ფასებზე მოხდება, ეს ბაზრის სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული. პუტინმა ოფიციალურ პირებს ნავთობპროდუქტების იმპორტის საკითხის მოგვარება დაავალა.

30 ივნისი, 2026
საზოგადოება

საია ხაინდრავას საქმეზე დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის, დავით ქაშიაშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოხატვის თავისუფლებასა და მედიის დამოუკიდებლობაში სახელმწიფოს ჩარევის კუთხით. საიას განცხადებით, დავით ქაშიაშვილის საგამოძიებო უწყებაში დაბარებას უკვე მოჰყვა მწვავე საერთაშორისო კრიტიკა.

30 ივნისი, 2026
საზოგადოება

"როგორც დედა-დედას, როგორც ქალი-ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს" - ეკატერინა ივანიშვილი გიგა ავალიანის დედას

ეკატერინა ივანიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, წერილობით პასუხობს მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის მიმართვას. ივანიშვილი თანაუგრძნობს დედას და იმედოვნებს, რომ სახელმწიფო უწყებები საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ. მან ასევე ისურვა დედისთვის სულიერი სიმტკიცე, ძალა და სიმშვიდე.

30 ივნისი, 2026