კვარაცხელია და "რეალი", თემა ცოცხალია! რა შეაცვლევინებს პოზიციას პსჟ-ის პრეზიდენტს? | Lelo.Ge
ესპანური “ელ ნასიონალის” ინფორმაციით, “რეალი” ეცდება ხვიჩა კვარაცხელიას ან მაიკლ ოლისეს გადაბირებას იმ შემთხვევაში, თუ ვინისიუს ჟუნიორი არ გააგრძელებს მადრიდელებთან კონტრაქტს, რომელიც მომავალ წელს მთავრდება.
“ამ დროისთვის უცნობია, გააგრძელებს თუ არა მადრიდის “რეალთან” კონტრაქტს ვინისიუს ჟუნიორი. ის ახლა მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზეა კონცენტრირებული. მან დაიბრუნა ოპტიმალური ფორმა და დიდებული თამაშები ჩაატარა მუნდიალზე. ამან არაერთ კლუბს ისევ გაუღვივა მის მიმართ ინტერესი.
ჟოზე მოურინიოსთვის ვინისიუსის წასვლა დიდი დარტყმა იქნება. არის მაიკლ ოლისეს ვარიანტი, მაგრამ აქ არის ერთი შემაფერხებელი გარემოება - ის არ იყიდება. “ბილდი” ამტკიცებს, რომ ცოტა ხნის წინ “ბაიერნმა” მიიღო 150-მილიონიანი შეთავაზება, მაგრამ გერმანულმა გრანდმა ტრანსფერისთვის ყველა კარი დაკეტა.
“ბაიერნის” ასეთი პოზიციის ფონზე ძალას იკრებს ხვიჩა კვარაცხელიას ვარიანტი. კვარაცხელია შეუცვლელი ფიგურაა ლუის ენრიკესთვის, მაგრამ თუ იან დიომანდესა და მაგნეს აკლიუშის ვარიანტები დადასტურდება, შეიძლება, ქართველ ფეხბურთელს თავის როლთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდეს. გარდა ამისა, საუბრობენ იმაზეც, რომ “პარკ დე პრენსზე”, შესაძლოა, თვით ვინისიუსიც გამოჩნდეს.
ისე კი, “რეალი” კვარაცხელიას ტრანსფერზეც წააწყდება სირთულეს. ნასერ ალ ხელაიფის არ სურს “კვარას” გაყიდვა. “ლე პარიზიენის” ინფორმაციით, სტრანსფერო ოპერაციაში მხოლოდ ვინისიუსის ჩართვა აიძულებს მას აზრის შეცვლას”, - წერს ესპანური გამოცემა.