სპორტი
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მიუხედავად გამარჯვებისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს უკეთ თამაში შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს ფაქტორი ზრდის ტრანსფერის ალბათობას, თუმცა დავითაშვილის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლაციოს" 25 წლის ესპანელი მცველი მარიო ხილა კარიერას "მილანში" განაგრძობს. ის "როსონერში" სამედიცინო შემოწმებას რამდენიმე დღეში გაივლის, გარიგების საფასური კი 30 მილიონი ევრო იქნება. ხილას "მილანისთვის" წარმთევა და "ნაპოლიში" წაყვანა "როსონერის" ყოფილ დამრიგებელ მასიმილიანო ალეგრის დიდად ეწადა, თუმცა მას კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რის გამოც დიდად განაწყენებული დარჩენილა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში თითქმის სამი თვეა პატიმრობაში იმყოფება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სერიოზული ბრალდებების გამო. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, პრობლემა ის იყო, რომ დესმონდს არ ჰქონდა აპოსტილით დამოწმებული ფორმა 100, რამაც მისი დაპატიმრება გამოიწვია.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ცხინვალის რეგიონში უკანონო დაკავების 34, ხოლო აფხაზეთში 40 შემთხვევა დაფიქსირდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, ამსტერდამში, ჰააგასა და როტერდამში არეულობა მოეწყო. ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატმა გერტ ვილდერსმა ამ ფაქტს მკვეთრი განცხადებით უპასუხა. მან მოუწოდა მაროკოელი ემიგრანტების ევროპიდან გაძევებისკენ.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026