საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. თუმცა, ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის უქონლობა და ჯანმრთელობის პრობლემები ამ მიზნების განხორციელებაში მთავარ დაბრკოლებად სახელდება. კვლევა ასევე ხაზს უსვამს გენდერული როლების ასიმეტრიას და საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებს, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს კიდევ უფრო ამძაფრებს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისის ასტროლოგიური ფონი აქტიური მოქმედებების, შემოქმედებითი აღმავლობისა და ახალი ინიციატივების მხარდაჭერით ხასიათდება. დღევანდელი პლანეტარული განლაგება გვეხმარება, უფრო თამამად გამოვხატოთ საკუთარი ინდივიდუალურობა, ვიპოვოთ არასტანდარტული გზები მიზნების მისაღწევად და გავაფართოოთ გავლენის სფეროები. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ ოპტიმიზმისკენ, თუმცა გვირჩევენ, არ დავკარგოთ რეალობის გრძნობა გადაწყვეტილებების მიღებისას.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის ატარებს ვორკშოპს „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი ნანა აბურჯანიძე გაუძღვება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ჩელენჯ კაპის გათამაშებაში ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მატჩების განრიგი ცნობილია. გუნდი პირველ შეხვედრას 17 ოქტომბერს, შინ, უელსურ „ოსფრიზთან“ გამართავს. მომდევნო ტურებში „შავი ლომი“ საფრანგეთში ითამაშებს „ტულონთან“ და „ვანთან“, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 17 იანვარს შოტლანდიურ „ედინბურგთან“ შინ ჩაატარებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისში დაგეგმილი RAF-ის ღონისძიების პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა. დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და დაღესტნელ სტუმარს შორის დაიწყო, სავარაუდოდ, უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებული რეპლიკის გამო. ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ სპორტსმენებთან შეხლა-შემოხლას შეეცადნენ.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგრადში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება მიზნად ისახავდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი პლატფორმის შექმნას.
კონფერენცია დასრულდა ბელგრადის დეკლარაციის მიღებით, რომელშიც ქვეყნებმა დაადასტურეს ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი და შეთანხმდნენ რეგულარულ კონსულტაციებსა და გამოცდილების გაზიარებაზე. მომდევნო შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. რეზოლუციები საქართველოს მოუწოდებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ და კანონმდებლობის გადახედვისკენ. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედიის ინფორმაციით, პირველი განგაში დილის 7 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
11 ივლისი, 2026