საზოგადოება
ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოში, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც. პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ ბუნდესლიგაში, კერძოდ, „კიოლნის“ რიგებში გააგრძელებს. ინფორმაციის თანახმად, 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. „კიოლნი“ მის სანაცვლოდ „ნიურნბერგს“ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან გერმანიის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, ბუნდესნაკრების მიმართ კრიტიკა არ წყდება. ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი, ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
41 წლის ნახევარმცველმა სანტი კასორლამ კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი „ოვიედოსთან“ ამოიწურა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო. მან „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ევროსტატის ახალი სტატისტიკით, იანვარ-მარტში ევროკავშირიდან საქართველოს 2,060 მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მცირედით უსწრებს ალბანეთს. ევროკავშირმა უკვე შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რაც 2027 წლის მარტამდე იმოქმედებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას გამართავს. მისი მეტოქე ამერიკელი ეშლინ კრიუგერი იქნება, რომელიც რეიტინგში 102-ე ადგილზეა. ბოლქვაძემ ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა.
3 ივლისი, 2026