← მთავარი
სპორტი

დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება

4 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება

გერმანიის ნაკრებს, დიდი ალბათობით, იურგენ კლოპი გაწვრთნის. სანდო ინსაიდერის, ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ამავე ინფორმაციას ავრცელებს ფაბრიციო რომანოც, წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს.

გარდა ამისა, გერმანიის ნაკრებში თავისი ბოლო მატჩი ჩაატარეს მანუელ ნოიერმა, ლეროი ზანემ, ანტონიო რუდიგერმა, პასკალ გროსმა და ოლივერ ბაუმანმა.

შეგახსენებთ, ბუნდესნაკრები მუნდიალზე სენსაციურად პარაგვაისთან, პლეი-ოფში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

← მთავარი