სპორტი
41 წლის ნახევარმცველ სანტი კასორლამ კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი „ოვიედოსთან“ ამოიწურა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო. მან „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი წააგო უკრაინასთან 76:95. გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში მდევრის როლში იყო და დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ შემოაბრუნა თამაში. საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი მარკიზ რიდი იყო 18 ქულით.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ოპერაცია პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ ჩაატარა, რომელმაც პაციენტს მრავალეტაპიანი მკურნალობის შემდეგ თირკმელი გადაუნერგა. კლინიკის ცნობით, მსგავსი სირთულისა და ტიპის ოპერაცია საქართველოში, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩატარდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
18 წლის ქართველი ფეხბურთელი, ანდრია კვირიკაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ „პარიზში“ ითამაშებს. მან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კვირიკაძე თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და გასულ სეზონში უეფას ახალგაზრდულ ლიგაზეც გამოდიოდა.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და ცხინვალს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო „ღრმა შეშფოთება“ გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას. დელეგაციამ ასევე მოუწოდა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფისკენ.
3 ივლისი, 2026
სპორტი
20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონ, სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი თბილისში, „ავჭალას“ სტადიონზე გაიმართა და საბოლოო ანგარიშით 33:5 დასრულდა. ქართველმა მორაგბეებმა ლელოთი გახსნეს ანგარიში, თუმცა მეტოქემ პირველ ტაიმში ორი, მეორეში კი სამი ლელო გაიტანა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ინგლისმა დრ კონგოს ნაკრები 2:1 დაამარცხა. ბრაიან სიპენგას გოლით კონგოელები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ჰარი კეინის დუბლმა ინგლისს გამარჯვება მოუტანა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კეინი დასახელდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მატჩი ბელგიასა და სენეგალს შორის გაიმართა. "ტარანგას ლომებმა" ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ბელგიამ ძირითადი დროის ბოლოს შეძლო ანგარიშის გათანაბრება. დამატებით დროში კი, პენალტის წყალობით, "წითელმა ეშმაკებმა" გამარჯვება მოიპოვეს და მერვედფინალში თამაში განაგრძეს.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში მომხდარი 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 295-ს აღწევს, თუმცა ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. არაოფიციალური მონაცემებით, 43 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხოლო 15 866 ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. სტიქიამ 59 000 შენობა დაანგრია ან დააზიანა.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინაში ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო და უკვე არსებობს პირველი შედეგები. ქვეყანა ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბიუჯეტური ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე და მტრის დრონების ჩამოსაგდებად იაფი რაკეტების შემუშავებაზე.
3 ივლისი, 2026