მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ გაშვებული 570 სამიზნიდან 524-ის განადგურება შეძლო, თუმცა მტრის 25 ბალისტიკურმა რაკეტამ და 12-მა მოიერიშე დრონმა მიზანს მიაღწია.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა. გაგლოევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი გახდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასული სეზონის მეორე ნახევარში ტერ შტეგენი იჯარის წესით "ჟირონაში" ასპარეზობდა, თუმცა მუხლის მძიმე ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისურის სწავლება გაძლიერდება მე-10 კლასში, სადაც გაიზრდება შესაბამისი საათების რაოდენობა. ქართულენოვან სკოლებში კი უცხო ენის შესწავლა მეორე კლასიდან დაიწყება.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დაცვის პოლიციის თანამშრომლები დაიწყებენ რკინიგზის ობიექტების დაცვას და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას სამგზავრო მატარებლებში. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მოხდა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ეხება მის მიმართ სავარაუდოდ სახელმწიფოს მიერ დაორგანიზებულ არაადამიანურ მოპყრობას. საქმე ეხება 2023 წლის 27 ივნისს მომხდარ ფიზიკურ თავდასხმას და საგამოძიებო ორგანოების ქმედებას, რომელმაც გამოიწვია მშვილდაძის უფლებების დარღვევა. ევროპული სასამართლო დაინტერესებულია, მონაწილეობდნენ თუ არა სახელმწიფო მოხელეები თავდასხმაში და გამოიძიეს თუ არა სათანადოდ დისკრიმინაციული მოტივი.
3 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე მკაცრი ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან სრულად ამოწურა. მისი თქმით, მესი მოულოდნელ გუნდთან გადამწყვეტ მომენტში პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა გამოვარდება.
3 ივლისი, 2026