მსოფლიო
კიევის დარნიცკის რაიონში, რუსული თავდასხმის შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ამ უმძიმესმა დარტყმამ ჯამში უკვე 30 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ივლისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასირებული კომბინირებული იერიში მიიტანეს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურის ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის ფაქტზე, რასაც შუახნის ქალი ემსხვერპლა, მძღოლს უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სწრაფად დაძრა ავტომანქანა, რის შედეგადაც ქვეითს და ტროტუარზე მდგარ ავტომანქანას შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაზარალებულმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო მიხეილ მშვილდაძის საქმის არსებითი განხილვა, რომელიც ეხება სახელმწიფოს მიერ სავარაუდოდ ორგანიზებულ არაადამიანურ მოპყრობას. საქმე ეხება 2023 წლის 27 ივნისს მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას და საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობას, რამაც გამოიწვია მისი უფლებების დარღვევა. ევროპული სასამართლო იუსტიციის სამინისტროს სთხოვს პასუხს, მონაწილეობდა თუ არა სახელმწიფო მოხელე თავდასხმაში და იყო თუ არა ის დისკრიმინაციული.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 2 ივლისს მოისმინა ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელიც მოუწოდებს თბილისს, გადახედოს 2025 წელს მიღებულ სადავო კანონებს და ჩაატაროს გამოძიება საპროტესტო აქციების დროს სავარაუდო უფლებათა დარღვევებზე. ანგარიშში ხაზგასმულია შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, სამგზავრო ავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რასაც 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და დანა სარის რაიონში, კლდიდან გადავარდა. დაშავებულია რვა ადამიანი.
3 ივლისი, 2026
სპორტი
"ნაპოლიმ" ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა მასიმილიანო ალეგრი, რომელმაც ამ პოსტზე ანტონიო კონტე შეცვალა. 58 წლის ტაქტიკოსი აქამდეც უნდა გამხდარიყო "პარტენოპეის" ახალი დამრიგებელი, მაგრამ პრობლემას ქმნიდა მისი მილანური კონტრაქტი. მოლაპარაკებების შედეგად, "როსონერიმ" მწვრთნელთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ალეგრისა და "ნაპოლის" შორის 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმება.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება: კომპლექსური შესწავლა და კვლევები, ასევე გადაუდებელი და ფიზიკური სარესტავრაციო სამუშაოები. პროექტი 2026-2027 წლებზეა გათვლილი.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 5.6 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის თევზეულზე 20.4%-ით, ხორცზე 9.8%-ით და ხილზე 8.7%-ით.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ, ურუგვაის წინააღმდეგ ერთა თასის გათამაშებაში პირველ მატჩს გამართავს. გუნდს კაპიტნად დავით ნინიაშვილი გაუძღვება, რომელიც შუამარბის პოზიციაზე ითამაშებს. შემადგენლობაში ერთი დებიუტანტი, რომან მახათაძეა.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.
3 ივლისი, 2026