სპორტი
"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენი იჯარით "ჟირონაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავა. ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში, კლუბ „პოტაისა ტურდაში“ გააგრძელებს. ორჯონიკიძე გუნდს ჩრდილოეთ მაკედონიის „ოჰრიდიდან“ უერთდება, სადაც 2023 წლიდან თამაშობდა. ქართველ ხელბურთელს გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ ირაკლი კბილაშვილისგან სმენია და იმედოვნებს, რომ ტურდაში მედლებსა და ტიტულებს მოიგებს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დაცვის პოლიციის თანამშრომლები დღეიდან დაიწყებენ რკინიგზის ობიექტების დაცვას და სამგზავრო მატარებლებში მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეფუძნება.
3 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე, რომელშიც კიდევ ერთი არასრულწლოვანი ფიგურირებს, პირველად მამუკა მდინარაძემ ისაუბრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაკავებული 16 წლის მოზარდი იყო, რომელსაც თავდაპირველად განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებით დამძიმდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
განელმა შამანმა ნანა კვაკუ ბონსამმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსგოლიანი ლიმიტი იყო დაწესებული, რომელიც მან უკვე ამოწურა. მისი თქმით, მესი პენალტს ვერ გამოიყენებს და არგენტინა ტურნირს გამოეთიშება.
შამანმა ასევე აღნიშნა, რომ ეს მუნდიალი კრიშტიანო რონალდოსა და პორტუგალიის იქნება.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრების ჯგუფმა კულტურის მინისტრს ღია წერილით მიმართა და მოითხოვა, რომ ანიმაციური სერიალი „მაშა და დათვი“ ინტერნეტით ნაკადოვანი ჩვენებებიდან ამოიღონ. მიზეზად სერიალში საბჭოთა სიმბოლოების ნორმალიზება და რუსული პროპაგანდა სახელდება.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
კიევში რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა. ნანგრევებიდან კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 91-ს მიაღწია.
3 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. მალანია თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით იყო დაკავებული, ახლა კი ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ყოფილმა მაღალჩინოსანმა, გიორგი მალანიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ არ ეთანხმება შვილისთვის წარდგენილ ბრალდებებს და სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მალანიას ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 ივლისი, 2026