განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებულ კანონებში ცვლილებები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

3 ივლისი, 2026
სპორტი

ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს

"ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი იჯარის წესით "აიაქსს" შეუერთდება. წყაროს ცნობით, მხარეებმა ყველანაირ შეთანხმებას მიაღწიეს და გერმანელი მეკარის სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, გარიგება ოფიციალურად გამოცხადდება. გასულ სეზონში ტერ შტეგენმა ტრავმის გამო მხოლოდ 2 თამაშის ჩატარება მოახერხა.

3 ივლისი, 2026
პოლიტიკა

პრორუსი მამუკა ფიფია აცხადებს, რომ ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავა

კრემლისტური პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერი, მამუკა ფიფია, რომელიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა, სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც სამხედრო ფორმაში, ავტომატით და ტანკზე მჯდომარე ჩანს. ფიფია აცხადებს, რომ 2021 წელს მოსკოვთან სამხედრო-პატრიოტული კლუბი „არმატა ტური“ დააარსა, სადაც ახალგაზრდებს ამზადებენ. მისი თქმით, ომში ჯერ არ წასულა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში წასასვლელად მზადაა.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქსტატი: ივნისში თევზეულზე ფასი 20.4%ით გაიზარდა, ხორცზე — 9.8%-ით, ხილზე — 8.7%-ით

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელებზე ფასი 5.6 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის თევზეულზე 20.4%-ით, ხორცზე 9.8%-ით და ხილზე 8.7%-ით.

3 ივლისი, 2026
სამართალი

ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, რომელიც კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ვეტერანი გვარდიელი, სერჟანტი მიმი კაზალიკაშვილი აღმოჩნდა. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა, თუმცა ვიდეო კადრები 1-ელ ივლისს გავრცელდა. მძღოლი, რუსეთის მოქალაქე ქალი, ადგილზე დააკავეს.

3 ივლისი, 2026
სამართალი

ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?

თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, რომელიც ტროტუარზე მანქანამ გაიტანა, გარდაიცვალა. დაღუპული ვეტერანი გვარდიელი, სერჟანტი მიმი კაზალიკაშვილია. შემთხვევა 22 ივნისს მოხდა, თუმცა ვიდეო 1-ელ ივლისს გავრცელდა.

3 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს

პროკურატურამ გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმდა. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მალანიას ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალი დაუმძიმეს

პროკურატურამ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება წარუდგინა. თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მალანიას ახლა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარედგინა ბრალი, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

სააგენტო სვეტიცხოველში კონსერვაცია - რესტავრაციას იწყებს და 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარზე 5 მილიონ ლარამდე ღირებულების გამარტივებულ შესყიდვას გეგმავს. ეს თანხა მოხმარდება ტაძრის კომპლექსურ შესწავლას, კვლევებს, ასევე ქვის, კედლის მხატვრობის, კონსტრუქციული ელემენტებისა და გადახურვის კონსერვაცია-რესტავრაციას.

3 ივლისი, 2026