სპორტი
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, კონფერენსლიგაზე ლუქსემბურგულ "მონდორფთან" სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ არის, თუმცა მთავარია, რომ გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად მოიგო.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკი, EFSE-სთან პარტნიორობით, მეწარმე ქალებისთვის ატარებს ვორკშოპს „გაყიდვები გაზრდილი კონკურენციის პირობებში“. შეხვედრა 17 ივლისს, 17:00 საათზე, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება. ვორკშოპს გაუძღვება ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია "სოლუშენერის" დამფუძნებელი და დირექტორი ნანა აბურჯანიძე.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგრადში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება მიზნად ისახავდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი პლატფორმის შექმნას.
კონფერენცია დასრულდა ბელგრადის დეკლარაციის მიღებით, რომელშიც ქვეყნებმა დაადასტურეს ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი და შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და რეგულარულ კონსულტაციებზე. მომდევნო შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის მთავარი მოთამაშეა და მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად ფეხბურთელმა მცირე ტრავმა ახსენა, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, დამატებით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა. მას ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და 2026 წლის იანვარში უკვე 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების“ პროპაგანდისტი ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან. მხარეები გარიგების დეტალებს უახლოეს დღეებში შეათანხმებენ, კონტრაქტი კი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება.
11 ივლისი, 2026