სპორტი
მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის კაპიტანი და მთავარი მეგოლეა, მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ კოჭის მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, დამატებით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა. მას ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და 2026 წლის იანვარში უკვე 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, დგებუაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. ის ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (W100) მეოთხედფინალში არგენტინელ ხულია რიერას სძლია. ამ გამარჯვებით გორგოძემ 3 ივლისს შტუტგარტში ამავე მეტოქესთან წაგებისთვის რევანში აიღო. ნახევარფინალში გორგოძე სერბ ჩოგბურთელ ტეოდორა კოსტოვიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თუმცა ახალი მტკიცებულება არ მოპოვებულა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ, შედეგი უფრო მნიშვნელოვანია. მწვრთნელმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილით იტალიური "ატალანტა" დაინტერესდა. წყაროს ცნობით, ბერგამოული კლუბი ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს და "სენტ ეტიენს" 8-ნიშნა თანხას სთავაზობს. ეს შეთავაზება ფრანგული კლუბისთვის დამატებითი საფიქრალია, რადგან დავითაშვილის მიმართ სხვა კლუბების ინტერესიც არსებობს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულ ემინ ალიევს, სავარაუდოდ, ქალის ნათესავს, ბრალი 7 ივლისს წარუდგინეს, მას შემდეგ, რაც ქალთა უფლებების დამცველებმა მკვლელობის ფაქტს „შემზარავი ფემიციდი“ უწოდეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
11 ივლისი, 2026