სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა მასზე, თუმცა მოგვიანებით ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დახმარებას სთხოვს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ის სუპერთასის მოგებას მნიშვნელოვან წარმატებად მიიჩნევს, თუმცა დაცვის ხაზში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერესელიძე ასევე ეხმიანება გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას და ახალი ლეგიონერების, ვირჯილ პინსონისა და დინო სკორუპის მოყვანას.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ სკანდალურ საქმეზე, სადაც მძიმე დაზიანება მიიღო მუშამ. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანია „მოდუსი“ სასამართლოში უჩივლა. ამის შემდეგ, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მას ლიცენზია სამი წლით შეუჩერა, რასაც ადვოკატი სისტემურ ზეწოლად აფასებს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასებისთვის ემზადება და გუნდს ახალი ფეხბურთელები უერთდებიან. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ზურაბ ხორგუაშვილმა, „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი სპეციალისტის, დიამანტის ვავალისის შესახებ ისაუბრა. ასევე, მან დაადასტურა ნორვეგიული ფორვარდის, ფრანკლინ ნიენეტუეს ტრანსფერი და სხვა ახალწვეულების შესახებაც გაამხილა დეტალები.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, შემდეგ კი ნათესავმა მამაკაცმა იზრუნა მასზე, თუმცა მოგვიანებით ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
პატარაიას განცხადებით, სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაიქცა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. ორგანიზაცია „საფარი“ პროკურატურას დახმარებას სთხოვს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა, რის შედეგადაც ისინი პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. ამერიკული კლუბი რუმინულ „უნივერსიტატიას“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,80 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „ჩიკაგო“ ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს.
5 ივლისი, 2026