პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. მისი თქმით, პარაგვაელთა უხეში თამაში დაუშვებელი იყო და მსაჯის გადაწყვეტილებები კატასტროფა. ჰარტმა მატჩს ფეხბურთის დაცინვა უწოდა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა კვლავ არ არის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
"დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც ქართველი ბიზნესმენი მაკა ასათიანი ფლობს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 6-12 ივლისს სკოპიეში გაიმართება. საქართველო სამივე დისციპლინაში წარსდგება, თუმცა ვაჟებისგან განსხვავებით, გოგონათა ნაკრები მხოლოდ სამი მონაწილით იასპარეზებს. შარშანდელმა ნაკრებმა დიდი წარმატებით იჭიდავა, თავისუფალ ჭიდაობაში 10 წონიდან 7-ში მედალი მოიპოვეს, ბერძნულ-რომაულში კი გუნდური ჩათვლა მოიგეს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით ნაცნობ მამაკაცს სახის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორულმა კლუბმა "დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული და ძირითადად მესამე ბუნდესლიგაში უთამაშია.
5 ივლისი, 2026