← მთავარი
სპორტი

7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში

5 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი, ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა.

ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დათმეს. გუშინ 1/4-ფინალში იტალიასთან ორი ქულით ჩამორჩენის (17:19) შემდეგ, გუნდი მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადავიდა.

ესპანეთთან კარგი კონტრშეტევის შემდეგ დავით კვირიკაშვილის ძელებსშუა გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვაც ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს კაცნაკლულები დარჩნენ, თუმცა კარგი შეტევები ჰქონდათ და მატის მოდებაძის ლელოთი დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ლელო გაუშვეს და გარდასახვაც ზუსტი იყო - 12:14.

მე-7 ადგილისთვის დიდ ბრიტანეთს შეხვდნენ და კარგი შეტევის შემდეგ მატის მოდებაძემ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში ლაშა ბარბაქაძემ 5-მეტრიანთან ჯარიმა გაათამაშა, მცველი კონტაქტში დაჯაბნა და მეორე ლელო გაიტანა, თუმცა მეტოქემ ორივეჯერ უპასუხა და ძირითადი დრო 12:12 დასრულდა. დამატებით დროში კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც დიდმა ბრიტანეთმა ისარგებლა და ოქროს ლელოთი 17:12 გაიმარჯვა.

შედეგად, პირველი ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულეს. საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის მეორე ეტაპზე 24-26 ივლისს ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში: ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.

← მთავარი