პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ლაშა ჭაღიაშვილმა, რომელიც თბილისის „დინამოს“ აკადემიის დატოვების შემდეგ ყირგიზეთის ჩემპიონ „ბარსში“ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის პრობლემებზე. მისი თქმით, ყირგიზეთში ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მასობრივი წასვლა განპირობებულია იქ შექმნილი უკეთესი სამუშაო პირობებით, სტაბილური დაფინანსებითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები 2026 წლის 4 ივლისს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებებიდან ნაწილი, მათ შორის ვაშინგტონში დაგეგმილი ეროვნული აღლუმი, მაღალი ტემპერატურის გამო გაუქმდა. ფილადელფიაში იგეგმება 900 ფუნტიანი დროის კაფსულის დამარხვა, რომელიც 250 წლის შემდეგ უნდა ამოიღონ.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მას უკანონო დავალებებს აძლევენ, რის შესრულებაზეც უარს აცხადებს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს 2-3 ივლისს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ორმა ქვეყანამ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რითაც უზბეკეთი გახდა მეორე ცენტრალური აზიის ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს მსგავსი შეთანხმება აქვს. ვიზიტისას გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამო, ერთი პირი დააკავა. დაპირისპირების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაიჭრა, თუმცა მათი სიცოცხლე საფრთხეში არ არის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით მიმდინარეობს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაის ნაკრები, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
"დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მილუოკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
5 ივლისი, 2026