საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. ინფლაციის ზრდაზე ძირითადად ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ იქონია გავლენა. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. ინფლაციის ზრდაზე ძირითადად ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ იქონია გავლენა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
„სელფიმ“ ივნისში განაგრძო ქსელის განვითარება და დაამატა 27 ახალი სადგური. მათ შორის 13 მაკრო საბაზო სადგური განთავსდა სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში, ხოლო 14 მიკრო სადგური თბილისის რამდენიმე უბანს მოემსახურება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული გუნდები „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ „ნაპოლის“ 33 წლის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. „პარტენოპეი“ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გიგა ფარულავას პროკურატურასთან უშუამდგომლებს, თუ ის ორსულობის მოწმობას წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოსთვის“ პარტია პარლამენტში შემთხვევით მოხვდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ლოს ანჯელეს ლეიკერსის ვარსკვლავი, ლუკა დონჩიჩი, აქტიურად მონაწილეობდა გუნდის ბოლოდროინდელ ტრანსფერებში და კმაყოფილია ყველა სასურველი მოთამაშის გუნდში მოყვანით. სწორედ მისი აზრის გათვალისწინებით მოხდა სანდრო მამუკელაშვილის გადაბარგება, რომელიც მომავალ სეზონში სასტარტო ხუთეულშიც მოიაზრება. გამოცემა Lakeshowlife-ის პროგნოზით, 2026/27 წლების სეზონში ლეიკერსის სასტარტო ხუთეული ასეთი იქნება: ლუკა დონჩიჩი, ოსტინ რივზი, ჯეიკ ლარავია, სანდრო მამუკელაშვილი და უოკერ კესლერი.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური აშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ახალი მოდელიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მოუწევს დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება, რათა „მოაწყოს ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურა“. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა არ იცვლება და ისევ 1 100 მილიარდ დოლარს შეადგენს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად იმოქმედა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
6 ივლისი, 2026