სპორტი
თურქული გუნდები „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ „ნაპოლის“ 33 წლის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. „პარტენოპეი“ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიში მოუწოდებს თბილისს, გადახედოს 2025 წელს მიღებულ კანონებში ცვლილებები და ჩაატაროს გამოძიება საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე. კომისრის ოფისმა აღნიშნა შეშფოთება „სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი“ კანონმდებლობის მიღების ტენდენციის გაგრძელებაზე.
6 ივლისი, 2026
სამართალი
ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, 6 წლის წინ არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად მოძალადე მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, თუმცა, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის სახლიდან გამოიქცა და უკვე სრულწლოვანმა „საფარს“ მიმართა. სასამართლომ მამას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, კახეთის რეგიონში კი ძალიან ძლიერი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული გუნდები „ბეშიქთაში“ და „ფენერბაჰჩე“ „ნაპოლის“ 33 წლის ბელგიელი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. „პარტენოპეი“ მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო, ღია ჩვენებების მოწყობასთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით სრულად აიკრძალება. საგზაო შეზღუდვები ძალაში შევა 7 ივლისის 23:00 საათიდან და 21 ივლისის 08:00 საათამდე იმოქმედებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენებისკენ მოუწოდებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. ერლინგ ჰოლანის დუბლით ნორვეგიამ ბრაზილია დაამარცხა და ტურნირის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიამ ბრაზილიას 2:1 მოუგო და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში. ერლინგ ჰოლანმა დუბლი შეასრულა, ხოლო ნეიმარმა კომპენსირებულ დროში თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ნორვეგია მეოთხედფინალში მექსიკასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
6 ივლისი, 2026