ნუთუ, კვლავ მესი? - "ოქროს ბურთის" მფლობელი შესაძლოა, კვლავ ლეგენდარული არგენტინელი გახდეს
მაიამის “ინტერისა” და არგენტინის ნაკრების 39 წლის ვარსკვლავი ლიონელ მესი შესაძლოა, “ოქროს ბურთის” მომპოვებელთა შორის ერთ-ერთი ნომინანტი გახდეს. ეს ვეტერანი შემტევის 2026 წლის მუნდიალზე ბრწყინვალე ასპარეზობამ განაპირობა.
ლეოს უკვე 7 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირობისთვის იბრძვის. მან მეტოქეთა კარი ოთხივე ჩატარებულ შეხვედრაში აიღო. პოპულარული The Athletic მას “ოქროს ბურთის” 2026 წლის შესაძლო მომგებთა სიაში პირველ ადგილზე აყენებს.
“ევროპულ ფეხბურთში თამაშის გარეშე ამ ჯილდოს მოგება სრულიად შესაძლებელია. ისტორიულად, ეს უფრო რთულად ჟღერს, მაგრამ ევროპის გარეთ ზოგიერთი ლიგის მზარდი ძალა სიტუაციას ცვლის.
როდესაც საქმე “ოქროს ბურთს” ეხება, შეუძლებელი არაფერია. ტექნიკურად, ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მისი მოგება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ლიგაში თამაშობს”, - ნათქვამია Ballon d’Or-ის პრესსამსახურიის გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზატორებმა გაიხსენეს, რომ 2019 წელს “ოქროს ბურთის” მფლობელი ქალებში “სიეტლის” წარმომადგენელი მეგან რაპინო გახდა. მან იმ წელს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი გახდა.
შეხსენებისთვის, მესი “ოქროს ბურთის” რვა გზის გამარჯვებულია. 2023 წელს მას ეს პრიზი მაშინ გადაეცა, როცა უკვე მაიამის “ინტერში” თამაშობდა. თუმცა, კლუბში მისი გამოსვლების შეფასება ძირითადად პსჟ-ში გატარებულ პერიოდს დაერთო, საიდანაც ის მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით წავიდა.