ბალოგუნის ეფექტი - ფრანგებს ოლისესთვის მიღებული ყვითელი ბარათის გაუქმება სურთ
RMC Sport-ის ცნობით, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია (FFF) განიხილავს FIFA-ს მიმართოს, რადგან 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პარაგვაისთან მაიკლ ოლისეს მიღებული ბარათი გაუქმდეს.
“ბაიერნის” 24 წლის ვარსკვლავმა მსაჯისგან გაფრთხილება მეორე ტაიმის დამატებულ მე-7 წუთზე პარაგვაის ნახევარმცველ მატიას გალარსასთან დაპირისპირების შემდეგ მიიღო.
ფრანგების ეს პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, აშშ-ის ფორვარდ ფლორიან ბალოგუნს წითელი ბარათი გაუუქმა.
აღსანიშნავია, რომ ოლისესთვის ეს მიმდინარე ყვითელი ბარათია, მაგრამ ფრანგები შიშობენ, რომ თუ ისინი ტურნირზე შორს წავლენ, “ოქროს ბურთის” ერთ-ერთი კანდიდატი შესაძლოა, უმნიშვნელოვანეს მატჩში დააკლდეს.
შეხსენებისთვის, “მამლები” მუნდიალის მეოთხედფინალში 10 ივლისს მაროკოს დაუპირისპირდებიან.