სპორტი
ბელგიურმა კლუბმა „ოსტენდემ“ საქართველოს ნაკრების ფორვარდ ალექს მერკვილაძეს დაემშვიდობა. მასთან ერთად, გუნდს ტაიტენ ანდერსონიც ტოვებს. მერკვილაძემ „ოსტენდეში“ საშუალოდ 13.1 წუთს თამაშობდა და 4.3 ქულას, 2.7 მოხსნას და 0.9 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
თეირანში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის პროცესიაში. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან მსვლელობის მონაწილეები ქვებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პლაკატს, რომელზეც ეწერა: "აშშ-მა ჩვენი მამა მოკლა. არ გაგიშვებთ!".
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის ბევრად უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ბრაიტონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მეკარე, ბარტ ვერბრიუგენი, შესაძლოა, ევროპულ გრანდში გადავიდეს. მისით „პარი სენ-ჟერმენი“, „ბაიერნი“, „ჩელსი“, „არსენალი“ და მილანის „ინტერი“ ინტერესდებიან. ვერბრიუგენის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
გლობალური კლიმატური ფენომენის, „ელ-ნინიოს“ გავლენა საქართველოზეც იგრძნობა. ივლისის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება და ინტენსიური ნალექები, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. ექსპერტები აფრთხილებენ სითბური ტალღების, გვალვების, მეწყერებისა და ღვარცოფების გააქტიურების საშიშროებაზე.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალიდან ნორვეგიასთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მატჩის შემდეგ გუნდის ვარსკვლავმა ნეიმარმა განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერას ასრულებს. მან აღნიშნა, რომ ეს მისთვის დასასრულია.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის მერვედფინალურ ეტაპზე მექსიკამ და ინგლისმა ხუთგოლიანი სანახაობა შესთავაზეს გულშემატკივრებს. ინგლისის ნაკრებმა ლეგენდარულ "აცტეკას" სტადიონზე მექსიკა 3:2 დაამარცხა, რაც ამ გუნდისთვის ისტორიული მარცხია ამ ტურნირზე. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, ხუთი გოლით, წითელი ბარათით და პენალტებით.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება. შეხვედრა 8 ივლისს ანკარაში გაიმართება. პრეზიდენტებმა 4 ივლისს სატელეფონო საუბარი გამართეს, სადაც განიხილეს ფრონტზე არსებული სიტუაცია და დიპლომატია.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. ამავდროულად, კავშირგაბმულობის ფასები შემცირდა.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით.
6 ივლისი, 2026