სპორტი
ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზლატკო დალიჩი თანამდებობას ტოვებს. 59 წლის სპეციალისტმა გადაწყვეტილება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო და კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ემირატებში გადაინაცვლებს. დალიჩის ხელმძღვანელობით ხორვატიის ნაკრებმა 2018 წლის მუნდიალზე ვერცხლის, ხოლო 2022 წელს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ბოსტონ სელტიქსი“ „ფილადელფია სიქსერზს“ მოელაპარაკა ფორვარდ ჯეილენ ბრაუნის გადასვლაზე. სანაცვლოდ „სელტიქსი“ მიიღებს ფორვარდ პოლ ჯორჯს, დრაფტის პირველ რაუნდში ორ არჩევანს და მეორე რაუნდში ორ არჩევანს. ჯეილენ ბრაუნი უკმაყოფილო იყო მის მიმართ „ბოსტონის“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით, რადგან ფორვარდის ჩართვა სურდათ იანის ანტეტოკუნმპოს სავარაუდო ტრეიდში.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბელგიურმა კლუბმა „ოსტენდემ“ საქართველოს ნაკრების ფორვარდ ალექს მერკვილაძეს დაემშვიდობა. მასთან ერთად, გუნდი დატოვა ტაიტენ ანდერსონმაც. მერკვილაძემ ბელგიურ კლუბში საშუალოდ 13.1 წუთს თამაშობდა და 4.3 ქულას, 2.7 მოხსნას და 0.9 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.
6 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. კლოპის თქმით, ამ ორ ადამიანს, რომლებიც ფეხბურთის აზრზე არ არიან, არავითარი შეხება არ უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ფეხბურთს ეხება. მან ასევე აღნიშნა, რომ ფოლარინ ბალოგუნისთვის წითელი ბარათის გაუქმება არასწორი იყო, რადგან წესი უნდა იყოს დაცული.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა დაადასტურა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა უსმან დემბელემ განაცხადა, რომ არ არსებობს მიზეზი, რის გამოც კლუბთან კონტრაქტი არ უნდა გააგრძელოს. თუმცა, აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას თავად არ იღებს და მოლაპარაკებები კლუბსა და მის აგენტს შორის მიმდინარეობს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი რაიან შერკი მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშო დროის სიმცირის გამო ფსიქოლოგიურ სირთულეებს განიცდის. ამის გამო მას უძილობა აწუხებს, რადგან ტურნირზე გატარებული დროის სიმცირე მისთვის რთულად გადასატანია.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი აფრთხილებს პოლიტიკოსებს, არ ითამაშონ ცეცხლთან და არ შექმნან საფრთხე უკრაინასთან თანამშრომლობისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით, უკრაინის დახმარება პოლონეთის უსაფრთხოების საკითხია.
6 ივლისი, 2026