საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა იყო.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის "ტორპედომ" ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი დაიმატა. 27 წლის ფეხბურთელი კარიერას საქართველოში გააგრძელებს. სტამატოვი ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში თამაშობდა და ბულგარეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის განვითარებას და ივნისში დამატებით 27 ახალი სადგური გახსნა. აქედან 13 მაკრო სადგური განთავსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 14 მიკრო სადგური თბილისის რამდენიმე უბანში დაემატა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
წყალტუბოს საფეხბურთო კლუბი "სამგურალი" ორი ახალწვეულით ძლიერდება. ექსკლუზიური ინფორმაციით, გუნდს შეუერთდებიან 29 წლის მარჯვენა მცველი თორნიკე გაფრინდაშვილი და 29 წლის ნახევარმცველი ირაკლი ბიძინაშვილი. გაფრინდაშვილს აქვს პოლონური ექსტრაკლასას გამოცდილება, ხოლო ბიძინაშვილს სხვადასხვა ქართულ და უცხოურ კლუბებში უთამაშია.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი სრულად განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული ფუნქციონალი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ავტომატურად განსაზღვრავს საჭირო დოკუმენტებს და ამოწმებს შეყვანილ ინფორმაციას.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. პრეზიდენტებმა უკრაინის კონფლიქტზე, ნატოს სამიტზე და რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ლიონელ მესი, რომელიც ამჟამად მაიამის „ინტერისა“ და არგენტინის ნაკრების წევრია, შესაძლოა, „ოქროს ბურთის“ 2026 წლის ერთ-ერთი ნომინანტი გახდეს. მისმა ბრწყინვალე ასპარეზობამ 2026 წლის მუნდიალზე, სადაც უკვე 7 გოლი აქვს გატანილი, The Athletic-ის მიერ შედგენილ რეიტინგში პირველი ადგილი დაიმსახურა. ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ევროპის გარეთ თამაშის მიუხედავად, „ოქროს ბურთის“ მოგება შესაძლებელია, რადგან ზოგიერთი ლიგის მზარდი ძალა სიტუაციას ცვლის.
7 ივლისი, 2026