მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ ნატოს სამიტი ანკარაში ცარიელი არ აღმოჩნდება და მიიღება გადაწყვეტილებები უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ბოლო ღამეს განხორციელებული მასირებული თავდასხმების შედეგებს და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის აუცილებლობას, მათ შორის ამერიკული „პეტრიოტების“ წარმოების ლიცენზიის მიღებას.
7 ივლისი, 2026
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე იტალიურ "უდინეზეში" ოფიციალურად გადავიდა. ქართველმა ნახევარმცველმა კლუბთან 2030 წლამდე გააფორმა კონტრაქტი, დამატებითი სეზონით გახანგრძლივების პერსპექტივით. კლუბმა მისი წარდგენა სპეციალური ვიდეორგოლითა და საქართველოსადმი მიძღვნილი ფეისბუქპოსტით მოახდინა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა იყო.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბულგარელი მცველი მატეო სტამატოვი კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. 27 წლის ფეხბურთელი, რომელიც ძირითადად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს, კლუბს 2+1 სისტემით გაფორმებული კონტრაქტით შეუერთდა. სტამატოვიმ კარიერის განმავლობაში ესპანეთის, ბულგარეთისა და რუსეთის ჩემპიონატებში ითამაშა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
მობილური ოპერატორი „სელფი“ აგრძელებს ქსელის გაფართოებას და ივნისის თვეში დამატებით 27 ახალი სადგური დაამატა. აქედან 13 მაკრო სადგური განთავსდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხოლო 14 მიკრო სადგური თბილისის რამდენიმე უბანში გაძლიერდა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკმა მობილბანკში უცხოურ ბანკში თანხის გადარიცხვის პროცესი სრულად განაახლა, რაც საერთაშორისო გადარიცხვებს უფრო სწრაფს, მარტივსა და მოქნილს ხდის. განახლებული ფუნქციონალი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რომელიც ავტომატურად განსაზღვრავს საჭირო დოკუმენტებს და ამოწმებს შეყვანილ ინფორმაციას.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან „პოლიტპატიმრები“, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო „ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია“ და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026