განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

20 წ. | ურუგვაისთან მე-9 ადგილის ნახევარფინალისთვის

20-წლამდელმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისში, „ავჭალას“ სტადიონზე გაიმართება. ეს შეხვედრა გადამწყვეტია მე-9 ადგილის ნახევარფინალში გასასვლელად.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დადებული მსგავსი ტიპის ხელშეკრულებაა, რაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და რეგიონულ თანამშრომლობას ემსახურება.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

რუსეთის შეტევები ფრონტზე პრაქტიკულად ნულოვან შედეგს იძლევა, უკრაინის წარმატებები კი საჭირო პირობებს ქმნის ომის დასასრულებლად - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წლის ზაფხულის კონტრშეტევა სტრატეგიული და ტაქტიკური კატასტროფა იყო.

7 ივლისი, 2026
სპორტი

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი "ტორპედოში" გადავიდა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი, 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე, ერთი სეზონით ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ლაცაბიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია საყოველთაო არჩევანია.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა - ქალაქის ნაწილი დაიტბორა

ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები შექმნა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ დიდი დიღომი და აღმაშენებლის ხეივანი დაიტბორა, სადაც ხე წაიქცა და გზა ჩაკეტა. უამინდობამ პრობლემები შექმნა მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც გზის სავალი ნაწილი ჩამოიშალა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

"საძაგელი ქალი ხართ... იცოდეთ, ამას არასდროს დავუშვებ!" - მბაპემ მის მიმართ პარაგვაელი სენატორის რასისტულ განცხადებას უპასუხა

ფეხბურთის ვარსკვლავმა კილიან მბაპემ პარაგვაელი სენატორის, სელესტა ამარილიას რასისტულ განცხადებას უპასუხა, რომელმაც მას "მახინჯი კამერუნელი" უწოდა. მბაპემ სენატორი გაკიცხა და აღნიშნა, რომ მისი სიძულვილისა და რასიზმის გავრცელებას არასდროს დაუშვებს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამაც დაგმო ეს კომენტარი და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა განიხილება.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

7 ივლისი, 2026