სამართალი
სანქტ-პეტერბურგში, 18 წლიანი ძებნის შემდეგ, კანონიერი ქურდი იუსიფ ნარუდინ ოღლი ალიევი დააკავეს. მას სასამართლომ 18 ივლისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანში ექსტრადიციის მოლოდინში. ალიევი ბანდიტიზმის, უკანონო პატიმრობის, ძარცვისა და იარაღის უკანონო ვაჭრობისთვის იძებნებოდა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთმა პორტუგალია მერინოს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა. ესპანეთი 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა მეოთხედფინალში. კრიშტიანუ რონალდუს ნაკრები კი ტურნირს გამოეთიშა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი, 22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე, ერთი სეზონით ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდა. ლაცაბიძე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ლიდერია.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ, რომელმაც განაცხადა, რომ ეს მუნდიალებზე მისი ბოლო მატჩი იყო, თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი. მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო შედეგი კი 2006 წელს მე-4 ადგილი იყო.
7 ივლისი, 2026