სპორტი
ორი გარიგება მეკარის პოზიციაზე ერთ დღეში - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ცვლილებებია
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ერთ დღეში მეკარეების თაობაზე ორი გარიგება დახურა. კლუბმა “მილანიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი 18 წლის იტალიელი კიპერი ალესანდრო ლონგონი დაიმატა, რომელსაც კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა.
ის “როსონერის” ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, თუმცა ძირითად კლუბში ასპარეზობის საშუალება არასდროს მიცემია.
პსჟ-ის რიგები დატოვა კიდევ ერთმა იტალიელმა კარის დარაჯმა 19 წლის რენატო მარინმა, რომელიც 1-სეზონიანი იჯარით პორტუგალიურ “ნასიონალში” გაუშვეს.
გასულ სეზონში მან 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 2 შემთხვევაში გოლი არ გაუშვია.