განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. ანგარიში მე-9 წუთზე დე კეტელარემ გახსნა, თუმცა ტილმანმა მალევე გაათანაბრა. მეორე ტაიმში ბელგიამ კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 1:4 დაფიქსირდა.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

"ჩემმა მეუღლემ, რომელთანაც გაცილებული ვიყავი, მემკვიდრეობით დამიტოვა იოგა... მთელი "ორერა" თავზე დგებოდა" - ნანი ბრეგვაძის "სახალხო ინტერვიუ" მშობლებზე, კარიერასა და ოჯახზე

ქართული სცენის ლეგენდა, ნანი ბრეგვაძე, „პალიტრანიუსის“ პროექტში „სახალხო ინტერვიუ“ საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და ოჯახზე საუბრობს. მომღერალი იხსენებს ბავშვობას, მშობლების როლს მის აღზრდასა და კარიერაში, ანსამბლ „ორერასთან“ გატარებულ წლებს და იოგასთან დაკავშირებულ მის ისტორიას. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ოჯახს და რა სურს საქართველოსთვის.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები ქალაქის ოთხ რაიონში დაფიქსირდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] აშშ 1:4 ბელგია. გარსიამ ლიდერები უარყო და მოიგო! | Lelo.Ge

ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. რუდი გარსიას გადაწყვეტილებამ, რომ ძირითად შემადგენლობაში არ დაეყენებინა ლიდერი ფეხბურთელები, გაამართლა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შარლ დე კეტელერი დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ფაშისტური-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს 9 წლით და 8 თვით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ბრალდებულს 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა ტურნირი ფრიად არასახარბიელო სტარტით დაიწყეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 55 კგ-ში კობა ქარუმიძე, 63 კგ-ში გიორგი ჭიკაიძე, 77 კგ-ში გიორგი გოგელაშვილი, 87 კგ-ში ლუკა კოჩალიძე და 97 კგ-ში საბა ფურცელაძე დამარცხდნენ.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ყაველაშვილი ჟენევაში ხელოვნური ინტელექტის შესახებ დიალოგზე სიტყვით გამოვიდა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე და საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. შეხვედრისას, ყაველაშვილმა გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოს მზადყოფნა დაუდასტურა გაეროს ფარგლებში თანამშრომლობისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

7 ივლისი, 2026