განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

ავტორიტეტული გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, 29 წლის გერმანელი კიპერი ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ამ ზაფხულს "ბეშიქთაშს" გიორგი მამარდაშვილის სახელიც დაუკავშირეს, რაც როგორც ჩანს, საბოლოოდ გამოირიცხა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

„ნაპოლი“ სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს 1 სეზონის გახანგრძლივების ოფციით, ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, ფეხბურთელის აგენტს მეტი სურს და წელიწადში 10 მილიონ ევროს ითხოვს.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ნავსადგური ე.წ. „ლენდლორდის მოდელით“ აშენდება და მის განვითარებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით აშენდება, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. ეს ნაბიჯი წინა გეგმების შეცვლას ცხადყოფს, რომლის მიხედვითაც ერთ მსხვილ ინვესტორს, კერძოდ კი ბოლოს შერჩეულ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმს, სადავო მეგაპროექტის განვითარების უფლება მიენიჭა.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ახლა რაღას გახდება ტრამპი? - ბალოგუნიანი აშშ ბელგიასთან განადგურდა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები ბელგიასთან 1:4 დამარცხდა. ანგარიში მე-9 წუთზე დე კეტელარემ გახსნა, თუმცა ტილმანმა მალევე გაათანაბრა. საბოლოოდ, ბელგია დამაჯერებელ ანგარიშით გავიდა შემდეგ ეტაპზე, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება.

7 ივლისი, 2026
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

გერმანელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ალექსანდერ ნიუბელი კარიერას "ბეშიქთაშში" განაგრძობს. სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერს" 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ამ ზაფხულს "ბეშიქთაშს" გიორგი მამარდაშვილის სახელიც დაუკავშირეს, რაც როგორც ჩანს, საბოლოოდ გამოირიცხა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...

„ნაპოლი“ სკოტ მაკტომინეის შენარჩუნებას ცდილობს და მას 2030 წლამდე, პლუს 1 სეზონის გახანგრძლივების ოფციით ახალ შრომით ხელშეკრულებას სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მზადაა, მისი წლიური გასამრჯელო 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, შოტლანდიელის აგენტი უფრო მეტს ითხოვს. ეს შეთავაზება შედარებულია ხვიჩა კვარაცხელიასთან არსებულ ვითარებასთან.

7 ივლისი, 2026