სპორტი
საქართველოს ახალგაზრდა მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე. კონსტანტინე პეტრიაშვილი ფინალში გავიდა და ტიტულის დაცვას შეეცდება. მასთან ერთად, კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვის.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის მიმდებარედ, 2 600 კვ.მ ფართობზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა მოსასვენებელი და ბავშვთა-გასართობი სივრცეების, ასევე პავილიონის მოწყობა, ამ ეტაპზე კი მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. პროექტის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 629 000 ლარამდე დაიხარჯება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის სასჯელს, დამატებით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას მიესაჯა. მას ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და 2026 წლის იანვარში უკვე 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„შავი ლომი“ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის 2026/27 წლების სეზონს საქართველოში, უელსურ „ოსფრიზთან“ მატჩით გახსნის. გუნდი 17 ოქტომბერს უელსელებთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს, თუმცა უცნობია სტადიონი. ტურნირზე „შავმა ლომმა“ ისტორიული გამარჯვება სწორედ უელსელებთან მოიპოვა 2023 წელს.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. თუმცა, რეალური გარემოებები, განსაკუთრებით ფინანსური არასტაბილურობა, ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის. კვლევა ასევე გამოკვეთს დემოგრაფიულ ნაპრალს სასურველ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის, რაც განათლების, კარიერის, საცხოვრებლის და გენდერული როლების საკითხებს უკავშირდება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ბავშვი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისში დაგეგმილი RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიების წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ, რასაც ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების მხრიდან პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა მოჰყვა.
11 ივლისი, 2026