სპორტი
თავი მოიკლა სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფეხბურთელმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამ შეხვედრაში ითამაშა! | Lelo.Ge
სამხრეთ აფრიკის ნაკრების ნახევარმცველმა, ჯეიდენ ადამსმა, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა (მექსიკასა და ჩეხეთთან ძირითად შემადგენლობაშიც იყო), სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ადამსი 25 წლის იყო. თამაშობდა “მამელოდი სანდაუნზში” (სამხ. აფრიკა). თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელზეც თავის ქვეყანაში დიდი იმედებს ამყარებდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.