მსოფლიო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმები განაახლა და უკან გაიწვია ირანის მიმართ უმნიშვნელოვანესი სანქციების მოხსნა, რომლებიც ირანის ნავთობით ვაჭრობას მოიცავდა. ეს ორმხრივი თავდასხმები არის ყველაზე სერიოზული კრიზისი მას შემდეგ, რაც აშშ-მა და ირანმა ხელი მოაწერეს 60-დღიან ურთიერთგაგების მემორანდუმს. ირანის მედია იუწყება მრავლობით აფეთქებაზე ქვეყნის სამხრეთში.
8 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალის მთავარ ტურნირში, სადაც ცხრა ქვეყნის 39 მოჭადრაკე მონაწილეობს, ექვსი ტური უკვე გათამაშდა. ქართველმა დიდოსტატმა ლევან ფანცულაიამ, რომელიც რეიტინგფავორიტია, მეექვსე ტურში ირანელ ლიდერს, სეიდ კაიან პურმოსავის დაუზავდა. ამჟამად ფანცულაია ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება, დარჩენილია სამი ტური.
8 ივლისი, 2026
მსოფლიო
დამასკოში, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, სასტუმროსთან ორი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ბომბი სანაგვე კონტეინერში იყო მოთავსებული, ხოლო მეორე — სასტუმროს სიახლოვეს გაჩერებულ ავტომობილში. საფრანგეთის პრეზიდენტმა სასტუმრო დილითვე დატოვა და სირიის დროებით პრეზიდენტთან შეხვედრაზე გაემგზავრა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
შვეიცარიის ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ კოლუმბია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. კოლუმბიამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს მარცხი, რადგან თამაშის სტილს უღალატა და მხოლოდ დამატებით დროში დაიწყო შემტევი ფეხბურთის თამაში. შვეიცარია კი მოწესრიგებულად და დაწყობილად თამაშობდა, რამაც საბოლოოდ გამარჯვება მოაპოვებინა.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრებმა ურუგვაი 56:3 დაამარცხა. ეს იყო ჩვენი გუნდის პირველი გამარჯვება ტურნირზე, რის შემდეგაც მეცხრე ადგილისთვის ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.
8 ივლისი, 2026
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული თურქეთში დააკავეს.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში მოსული ინტენსიური ნალექის დროს ქუჩების დატბორვის მიზეზი წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები, ფოთლები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია, რომელიც სანიაღვრე ქსელებს ბლოკავს. მან ასევე აღნიშნა, რომ პრობლემას სანიაღვრე ქსელების მოძველება ან არარსებობა ქმნის და 2017 წლიდან მოყოლებული, ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება.
8 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
8 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში არგენტინამ ეგვიპტე 3:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ეგვიპტელთა ნაკრების ფეხბურთელმა მუსტაფა ზიკომ და მთავარმა მწვრთნელმა ჰოსან ჰასანმა შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ტურნირს მესის გასამარჯვებლად ატარებენ.
8 ივლისი, 2026