← მთავარი
საზოგადოება

რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?

8 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
რა ღირს ყავა თბილისის Starbucks-ში?

თბილისში Starbucks-ის პირველი ფილიალი ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში 3 ივლისს გაიხსნა. მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

საქართველოში Starbucks-ის ქსელი Alshaya Group-თან პარტნიორობით შემოვიდა. Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში”, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

რაც შეეხება ფასებს, Starbucks-ში ყავის ფასი 6,60 ლარიდან 15.50 ლარამდეა. “ლატე” და “კაპუჩინო” 13.50 ლარი ღირს; “მოკა”, “მოკა შოკოლადით”, “კარამელ მაკიატო” და “მაჩა ლატე” კი — 15.50 ლარი. Starbucks-ში ჩაის ფასი 4.75 ლარიდან 7.90 ლარამდე მერყეობს.

Starbucks მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყავის ქსელია. კომპანია 1971 წელს Seattle-ში დაარსდა და თავდაპირველად მხოლოდ ყავის მარცვლებსა და მოწყობილობებს ყიდდა, ხოლო ესპრესოს სასმელების გაყიდვა მოგვიანებით დაიწყო.

დღეს Starbucks 80-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს და ათიათასობით ფილიალს ფლობს.

← მთავარი