განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €260 მლნ-ზე მეტ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდ ნორვეგიულ კრონს (268 მილიონ ევროს) გამოყოფს. თანხა, სხვა საჭიროებებთან ერთად, „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემის შესაძენად დაიხარჯება. ნორვეგიის მთავრობის განმარტებით, ვინაიდან „პატრიოტის“ რაკეტების ნაწილის მიწოდებას დიდი დრო სჭირდება, ნორვეგია მათ იმ ქვეყნებისგან შეისყიდის, რომლებსაც ეს შეიარაღება უკვე აქვთ, რათა უკრაინამ დახმარება დროულად მიიღოს.

8 ივლისი, 2026

სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] ეგვიპტემ ფიფა-ში იჩივლა! ჰოსამ ჰასანი: "არგენტინელთა მესამე გოლამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი უნდა დანიშნულიყო"...

ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციამ ფიფა-ში შეიტანა სარჩელი არგენტინასთან მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის მსაჯობასთან დაკავშირებით. ეგვიპტელები მიიჩნევენ, რომ არგენტინელთა მესამე გოლამდე მათ კარში პენალტი უნდა დანიშნულიყო და მოითხოვენ იმ სამსაჯო ბრიგადის დისკვალიფიკაციას, რომელმაც თამაში მოემსახურა.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მან ეს განცხადება NATO-ს სამიტზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. ტრამპმა ირანის ლიდერები „ავადმყოფ, სასტიკ და მოძალადე ადამიანებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ნატოს სამიტზე უკრაინა პარტნიორებს შეუთანხმდა საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე უკრაინამ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის, განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები საჰაერო თავდაცვის პოტენციალის გასაძლიერებლად და განიხილება Patriot-ის სისტემებისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება და ადგილობრივი წარმოება.

8 ივლისი, 2026
სამართალი

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ახალ საქმეზე

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნეფარიძე ბრალს არ აღიარებს და ელოდება განაჩენის ჩაბარებას, რათა გაირკვეს, გაეზარდა თუ არა მას პატიმრობის ვადა ან გამოყენებულ იქნა თუ არა დანაშაულის შთანთქმის პრინციპი. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმავე საქმეზე, რაზეც მას და მის სამ თანამშრომელს უფროსზე ძალადობისთვის 6 წელზე მეტი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.

8 ივლისი, 2026
სამართალი

აზერბაიჯანელი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილს საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ „დამამძიმებელ გარემოებაში“ აზერბაიჯანელი ქალის, ფატიმა კარიმოვას განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალდებულს, ემინ ალიევს, ბრალი 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალიევი სავარაუდოდ თურქეთში დააკავეს.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი "დაძმობილდნენ" - რას ეძებენ განელები ოკუპირებულ რეგიონში

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.

8 ივლისი, 2026
სამართალი

დაკავებულია 29 პირი - ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”. დაკავებულები ფინანსურ დავებს წყვეტდნენ და დავების გადაუწყვეტლობის შემთხვევაში ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.

8 ივლისი, 2026