საზოგადოება
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილება. ახალი კანონპროექტით, ქონების გადასახადს გადაიხდის ის ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წლიური შემოსავალი 100 000 ლარს გადააჭარბებს. ცვლილება შეეხება იმ ქონებასაც, რომლის დეკლარირებაც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა მოხდეს.
28 სექტემბერი, 2026
სამართალი
შემოსავლების სამსახურის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ (ზაზა) ხუნდაძეს, რომლის მეჯვარეც სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილია, სასამართლომ 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმე ეხება გორის „ყალბი სასმელების“ საქმეს, სადაც ხუნდაძე ბრალდებულს უკანონო პროდუქციის შემოტანაში დაეხმარა.
25 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაცია Scholars at Risk (SAR) ანგარიშში „Free to Think 2026“ საქართველოს იმ ქვეყნებს შორისაა დასახელებული, სადაც ხელისუფლებამ მეცნიერებზე, სტუდენტებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევა განახორციელა. უმაღლესი განათლების ავტონომიის დაქვეითების მიზეზად საქართველოს მთავრობის განათლების ე.წ. რეფორმა სახელდება, რომელმაც უნივერსიტეტებზე კონტროლის ცენტრალიზებით, ინსტიტუტების ავტონომია შეზღუდა და პოლიტიკურად მოტივირებული ადმინისტრაციული კონტროლის მექანიზმი შექმნა. მთავარ სამიზნედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელდება, სადაც „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ პოლიტიკის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროგრამების 92 პროცენტი გაუქმდა.
25 სექტემბერი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს სახელმწიფო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ტექნოლოგიური გიგანტების ხელმძღვანელები, მათ შორის მარკ ცუკერბერგი, ილონ მასკი, სემ ალტმანი და ჯეფ ბეზოსი. მოლაპარაკებების მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთი, უკრაინა და კორეის ნახევარკუნძული იყო.
25 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
„ვისოლმა“ აპლიკაციაში „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა. Wissol Links-ის ფარგლებში, საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შემდეგ, „ვისოლი“ პარტნიორობას სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ აგრძელებს. შეთავაზების პერიოდში „ალდაგის“ მომხმარებლები „ვისოლის“ სადგურებზე თითოეულ ლიტრ საწვავზე 20-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
25 სექტემბერი, 2026
სამართალი
პროკურატურამ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან და კიდევ ორ პირთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. ჩახუნაშვილმა დანაშაული აღიარა და მას 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ამის შემდეგ ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
18 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა აცხადებს, რომ პოლიტიკურ ლიდერშიფს არაფრის არ ეშინია და ისინი ქართული საზოგადოების წინაშე პირნათელია. მისი თქმით, არც გრიგოლ ლილუაშვილს და არც სხვა ვინმეს არ აქვს და ვერ ექნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალა, რადგან ასეთი არ არსებობს.
17 სექტემბერი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ ეროვნული ლიგის XXVI ტურში „გაგრა“ 4:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გუნდმა ოთხმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა „გაგრასთან“. ანგარიშზე დუბლით გიორგი ხარაიშვილი და ნიკა ნინუა გამოირჩნენ, რომელმაც ასევე ერთი საგოლე პასი გააკეთა.
15 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
„თბილისი მოლი“ აცხადებს, რომ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული სანიტარიულ-ჰიგიენური ვითარებისა და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, იწყება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიწისქვეშა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების ამორტიზაციამ შექმნა ავარიული სიტუაცია, რამაც გამოიწვია ტერიტორიის დატბორვა და საფრთხე შეუქმნა საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
14 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა. ამავდროულად, სუს-ის ყოფილი უფროსი, გეგა გელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს დაიკავებს. კობახიძემ გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი დანიშვნა შსს-ს გუნდს გააძლიერებს.
14 სექტემბერი, 2026