განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ წელს თეთრი სახლის სამ თანამშრომელს, მათ შორის მის ასისტენტ ნატალი ჰარპს, თითოეულს $45,000-ის ოდენობის ფულადი საჩუქრები გადასცა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ტრამპის ხანგრძლივი პრაქტიკაა და არანაირ კავშირში არ არის სახელმწიფო მოვალეობებთან.

9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

Apple-მა პირველი დასაკეცი iPhone წარადგინა

Apple-მა წარმოადგინა პირველი დასაკეცი iPhone, სახელად iPhone Duo. მოწყობილობას ექნება ორი ეკრანი: ერთი მცირე ზომის დაკეცილ მდგომარეობაში და მეორე დიდი - გახსნის შემდეგ. iPhone Duo-ს ფასი 1999 აშშ დოლარი იქნება და გაყიდვაში 31 ოქტომბერს ჩაეშვება.

9 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

სავაჭრო ომის ახალი ტალღა - დონალდ ტრამპმა კანადურ ალკოჰოლს, რძის პროდუქტებსა და მოტოციკლებს ბოიკოტი გამოუცხადა: როგორ პასუხობს ოტავა ვაშინგტონს?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადური პროდუქციის ფართო სპექტრის იმპორტის აკრძალვა გამოაცხადა, რაც ძალაში 29 სექტემბერს შევა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ნაბიჯი პასუხია კანადის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებულ საპასუხო ტარიფებზე. კანადის სავაჭრო მინისტრმა დომინიკ ლებლანმა აშშ-ის ზომებს “უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ოტავა ყველაფერს გააკეთებს ადგილობრივი მუშახელის, ოჯახებისა და ბიზნესის დასაცავად.

9 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას აკრიტიკებს. მისი თქმით, კოსის განცხადება ნიშნავს, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის აკრძალულია ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობა, რადგან MAGA-ს ფილოსოფია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციიდან მომდინარეობს.

9 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

რამზან კადიროვმა ჩეჩენ მამაკაცებს წვერის დამოკლება მოსთხოვა, ქალებს კი მოუწოდა სახე არ დაიფარონ - “ნუ ჰბაძავთ არაბულ სტილს! ჩვენთან ფარანჯას არასდროს ატარებდნენ“

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ადგილობრივ მამაკაცებს მოუწოდა, რომ გრძელი წვერები და დამოკლებული შარვლები მოდურ ტენდენციად არ აქციონ და წვერები რელიგიის შესაბამისად შეიჭრან. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ქალების ჩაცმულობაზე და მოუწოდა მათ, არაბული სტილისამებრ სახე არ დაიფარონ, რადგან ფარანჯას ჩეჩნეთში არასდროს ატარებდნენ.

9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ეგვიპტეში 4300 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს - რა აღმოჩნდა ნეკროპოლისში, რომელიც მოსამართლეს და მის შვილს ეკუთვნოდა

ეგვიპტურ-ესპანურმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კაიროს სიახლოვეს 4300 წლის სამარხი აღმოაჩინა, რომელიც მოსამართლესა და მის მამას ეკუთვნოდა. სამარხი ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის პერიოდით თარიღდება და მასში ორი დასაკრძალ სამლოცველოა, რომელიც იუნმენს და მის მამას, იტის ეკუთვნოდა.

9 სექტემბერი, 2026
მსოფლიო

აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დელიმიტაციაზე შეთანხმდნენ - “სამუშაო უნდა ჩატარდეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს კვეთიდან დაწყებული“

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ქვეყნები შეთანხმდნენ საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე. დელიმიტაცია დაიწყება ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების გადაკვეთის წერტილიდან. ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის კომისიებმა არაერთი შეხვედრა გამართეს და მიიღეს დოკუმენტები, რომლებიც კომისიების საქმიანობას არეგულირებენ.

9 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რუსეთის მხარეს მამა გაბრიელის სახელობის ქვედანაყოფი იბრძვის, მას ბესიკ დანელია ეხმარება

უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფი, რომელსაც დახმარებას „ქართველი საზოგადო მოღვაწე ბესიკ დანელია“ უწევს. ინფორმაცია სამთავრობო-პროპაგანდისტულმა РИА Новости-მ გაავრცელა. როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ბესიკ დანელია და „ქართველი ვოლონტიორები“ რუსეთის მხარეს მებრძოლ წმინდა გაბრიელ ურგებაძის ქვედანაყოფსა და ნეველის ბრიგადას „ჰუმანიტარული მისიის“ ფარგლებში დაეხმარნენ – გადასცეს მოტოციკლეტები და „სამლოცველო ოთახები“.

8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას.

8 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი, გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) გამარჯვებას ეხმაურება. მისი თქმით, AfD-ის ისტორიულმა გამარჯვებამ გააშიშვლა გერმანიის დისკრედიტებული მმართველი კოალიციის ქედმაღლობა, ვიწრო აზროვნება, ომისკენ სწრაფვა, უუნარობა და ფარისევლობა.

7 სექტემბერი, 2026